სინამდვილეში, მეცხრე პლანეტა ჯერ არ აღმოუჩენიათ

 თუ ასტრონომიულ სიახლეებს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ მეცხრე პლანეტის აღმოჩენა თითქმის ყოველ წელს ხდება. ყოველ ჯერზე, საწყის დაკვირვებებთან და ირიბ ნიშნებთან გვაქვს საქმე, რომლებიც პრქტიკულ მტკიცებულებებს ვერ იღებს. ახლანდელი სიახლე კი კიდევ უფრო ხმამაღლა გაჰყვირის – ”აღმოჩენილია მეცხრე პლანეტა”. სინამდვილეში, ეს ასე არ არის.

 ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მზის სიტემის კიდეებთან მეცხრე პლანეტა თუ ყავისფერი ჯუჯა დაფრინავს, უკვე დიდი ხანია არსებობს. მისი ძებნა წინა საუკუნის დასაწყისიდანვე დაიწყო, პლუტონის აღმოჩენის მერევე. ეს ვარაუდი, ოორტის ღრუბლიდან კომეტების აქეთ გადმომამისამართლები ძალის არსებობას ეფუძნება(მზის სისტემა). კომეტები კი ცის ყველა წერტილიდან მოფრინავს და არა რომელიმე ერთი სიბრტყიდან, რაც უცნობი პლანეტის ჩარევის მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მიუხედავად ამისა, მას უკვე სახელებიც კი შეარქვეს: ნიბირუ, თიუჰე, პლანეტა X და ა.შ…

 სედნა, ნეპტუნის 3 ორბიტის ზომაზე ახლოს არ მიდის მზესთან და პერიოდულად, 30 ასეთი მანძილით შორდება მას. აღმოჩენის მომენტში, სხვა დანარჩენი ობიექტებისგან სრულიად განსხვავებული ორბიტა ჰქონდა.

 2009 წელს ნასამ კოსმოსური ტელესკოპი – WISE, გაიტანა ორბიტაზე, რომლის ერთ-ერთი ამოცანა, ჰიპოთეტური, დიდი ზომის პლანეტის აღმოჩენაც იყო.

 მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. მზის სისტემაში იუპიტერისა და სატურნის მსგავსი უცნობი გიგანტის არსებობა პრაქტიკულად გამორიცხულია, ნეპტუნის ზომისა, შეიძლებოდა გამორჩენოდათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ძალიან, ძალიან შორის იქნება!

 2014 წლის მარტში, სედნას კიდევ ერთი მოძმე აღმოაჩინეს, პლანეტოიდი 2012 VP113. რამდენიმე თვეში კი მეცნირებმა ივარაუდეს, რომ სედნასა და 2012 VP113-ის ორბიტები, ორი დიდი ობიექტის ზემოქმედებით უნდა იყოს განპირობებული, რომლებიც ნეპტუნიდან ძალინ შორ უნდა მოძრაობდეს.

 2015 წლის დეკემბერში, მეცნიერთა ორმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვარსკვლავებზე დამზერისას, რადიოტელესკოპების მასივით  – ALMA, ორი უცნობი ობიექტი აღმოაჩინა. ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, რა მანძილია ამ ობიექტებამდე, შორეული პლანეტებია ეს თუ ორი ასტეროიდი.

 რაც შეეხება ამ დღეების ”სენსაციას”. მეცნიერთა წყვილმა, ასტრონომმა და მათემატიკოსმა, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, მათემატიკური მოდელის აწყობა გადაწყვიტეს, რომლითაც დღეისათვის ცნობილი ”სედნოიდების” ორბიტების პარამეტრები აიხსენებოდა. მოდელი მაშინ მუშაობს, თუ მასში ამ ობიექტების გრავიტაციულ ურთიერთქმედებასაც შევიტანთ, უცნობ, 10 დედამიწის მასის პლანეტასთან.

 უფრო მეტიც, მათ მიერ ჩატარებული გამოთვლებით, ამ პლანეტის არსებობა, ნეპტუნს იქეთ მოძრავი, ზემოთ ხსენებული სედნოიდების მიმართ თითქმის პერპენდიკულარული ორბიტების მქონე ობიექტთა სხვა ჯგუფის მახასიათებლებითაც შეიძლება დამტკიცდეს.

transneptunuri-obieqtebi

 მთავრი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ”სიწყნარის დამრღვევის” უშუალო დამზერა იქნება, პლანეტისა, რომელიც ავტორთა აზრით, შორეული ობიექტების პერიჰელიუმების(უახლოესი წერტილი მზესთან ორბიტაზე) განაწილებას განაპირობებს, არაკლასიკური კოიპერის სარტყელის ჩარჩოებს გარეთ. ეს, საკმაოდ ძნელი ამოცანაა. ”პლანეტა Х”, დროის უდიდეს ნაწილის აფელიუმთან(უშორესი წერტილი მზიდან) უნდა ატარებდეს, რომლამდე მანძილიც მზიდან 1000(0.016 სინ. წელი) ასტრონომიულ ერთეულს(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.) შეიძლება უტოლდებოდეს. გამოთვლები, ამ პლანეტის მდებარეობის მიახლიებით ”კოორდინატებს” იძლევა – მისი აფელიუმი, უკვე გამოკვლეული ტრანსნეპტუნური ობიექტების აფელიუმების საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იყოს. ორბიტის დახრილობა, ცნობილი ტრანსნეპტუნურების ორბიტათა დიდი ნახევარღერძების მიხედვით, ვერ დგინდება. ასე რომ, ცის საკმაოდ დიდი ნაწილის დამზერა იქნება საჭირო, რაც წლების განმავლობაში გაგრძელდება. ძებნა შეიძლება გამარტივდეს, თუ სხვა ტრანსნეპტუნებსაც აღმოჩენენ, რომლებზეც Х ზემოქმედებს, რაც ამ უკანასკნელის საძიებო ორბიტის შესაძლო პარამეტრების დიაპაზონს შეამცირებს.


ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელესკოპი -”სუბარუ”(იაპონია).

 დასკვნის სახით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტები ისევ სენსაციას გამოკიდნენ და ჯერ არმომხდარი ამბავი, მსოფლიოს მოსდეს. ამაში დამნაშავე, ნაწილობრივ, მენციერებიც არიან, რომლებსაც ნაადრევად მოუვიდათ დასკვნების გამომზეურება. როგროც ჩანს, სურთ გააგრძელონ ძებნა დიდი ტელესკოპებით, რომლებიც ახლა, მათთვის ხელმიუწვდომელია(პლანეტა X მზის სისტემის კიდეზე; სად დაიმალა პლანეტა X?; ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან; ნიბირუ; ბრაზილიელი ასტრონომის აზრით ”პლანეტა-X” არსებობს).

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *