ასტრონომები, მზის სისტემის კიდედ თვლიან სივრცეს, სადაც მნათობის მირ გამოსხივებული ნაწილაკების ნაკადი, მზის ქარი, სისტემის შემოფარგლავ გიგანტურ გაზის ბუშტს(ჰელიოსფეროს) ვეღარ ”ბერვას”. ამ სივრცის მიღმა არის სივრცე, რომელშიც მზის მაგნიტური ველის ნაცვლად, გალაქტიკური მაგნიტური ველები დომინირებს. ჰელიოპაუზას სახელით ცნობილი ეს სივრცე, ”ვოიაჯერ(მოგზაური) 1”-მა 2012 წელს გადაკვეთა(”ვოიაჯერ -1” კოსმოსური ”ცუნამის” ქიმზე).
ჰელიოპაუზას გადაკვეთის მტკიცებულებად ორი ძრითადი ინდიკატორი შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველ რიგში, კოსმოსური სხივები, რომლებიც აპარატის დეტექტორში ხვდება. მზის სისტემის შიგნით ე.წ. ანომალური კოსმოსური სხივები ჭარბობს(Anomalous Cosmic Rays, ACR), რომლებასაც მზის სმაგნიტური ველი იჭერს. 2012 წელს დეტექტრომა, ACR-ის რეგისტრირება შეწყვიტა და გალაქტიკური კოსმოსური სხივების(Galactic Cosmic Rays, GCR) რეგისტრაცია დაიწყო.
მეორე ინდიკატორია მაგნიტური ველის თვისებათა მკვეთრი ცვლა. თუმცა, სწორედ აქ დაფიქსირდა ანომალია – გარე მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულება, მოსალოდნელთან შედარებით 40 კუთხური გრადუსით იყო გადახრილი. ამის გამო, ზოგიერთი მენციერი თვლის, რომ აპარატი ჯერ არ გასულა ჰელიოსფეროდან.
მწვანედ გამოსახულია მაღალენერგიული ნეიტრალური ატომების(ENA) მიერ წარმოქმნილი წარმოსახვითი ლენტი.
მაგნიტური ანომალიის ბუნების დასადგენად, მეცნიერებმა სხვა ოთხი კოსმოსური აპარატებიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს – მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორია(SOHO), Ulysses და ვარსკვლავთშორის სივრცესთან მდებარე კიდის მკვლევარი(IBEX). ამ უკანასკნელის მიერ შედგენილ რუკაზე, მკაფიოდ ჩანს ელვარე ენერგეტიკული ”ლენტი”, რომლის ცენტრი, ვარსკვლავთ შორისი მაგნიტური ველის ”ჭეშმარიტ ჩრდილოეთს” შეესაბამება(მზის სისტემის ცხვირი).
მონაცემთა სხვადასხვა ნაკრების გამოყენებითა და შედარებით, ტრიანგულაციური გამოთვლებით, მენციერბმა აღმოაჩინეს, რომ როცა ზემოთ ხსენებული ლენტი ჰელიოპაუზას უახლოვდება, ბუშტზე გარსშემოცმული საღეჭი რეზინივით იზნიქება და იწელება.
სწორედ იმ ადგილზე არის ახლა ხსენებული გამრუდება, სადაც ”ვოიაჯერ 1” მოძრაობს. მაგნიტური ველის დეფორმაცია, აპარატზე არსებულ დეტექტორებზე მოქმედებს და ეს ზემოქმდება მანამდე არ შეწყდება, სანამ ”მოგზაური” ვარსკვლავთ შორის სივრცეში გავა, რაც დაახლოებით 2025 წელს უნდა მოხდეს(ვარსკვლავთშორისმა ქარმა მიმართულება შეიცვალა).