როდის გაჩნდა მზის სისტემა

 ასტროფიზიკოსებმა მზის სისტემის განვითარების ”ისტორიამდელი” ფაზა გამოიკვლიეს და ზოგიერთ მოვლენათა ვადები დაადგინეს, რომლებსაც მზის ჩასახვა მოჰყვა თან (sciencemag.org).

 მზისმაგვარი ვარსკვლავები, გრავიტაციული კოლაფსით(შეკუმშვით), მტვრისა და გაზის შემცველი მოლეკულური ღრუბლების შედარებით სქელ უბნებში ჩნდებიან.დედამიწისა და მზის სისტემის ასაკის განსაზღვრა შეიძლება რადიოაქტიური ელემენტებით, რომელთა ნახევრადდაშლის პერიოდი(Т) 108 წელზე მეტია. მათ კოსმოქრონომეტრებს უწოდებენ. მაგალითად, ამ ნამუშევარში კოსმოქრონომეტრად ჰაფნიუმი(182Hf) განიხილებოდა(ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა), ნახევრადდაშლის პერიოდით Т = 8,5·106 წელი და იოდი(129I) Т = 1,6·107 წელი. რადიომეტრიად წოდებული ეს მეთოდი რადიოაქტიური დაშლის მიმდინარეობის მუდმივობას ეფუძნება(ბირთვული დაშლა და სინთეზი), კერძოდ, დაშლის სიჩქარის დამოუკიდებლობა გარეშე პირობებისგან. ამ მეთოდის ერთ-ერთი სახესხვაობაა რადიონახშირბადული ანალიზი, რომელსაც ბიოლოგები და ისტორიკოსები იყენებენ.

  მეტეორიტების შემადგენელის რადიომეტრული დათარიღებით დადგინდა, რომ მზის სისტემის ჩამოყალიბება 4,57± 0,16 მილიარდი წლის წინათ დაიწყო(მზის ასაკის მეტეორიტი).

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მონაშის ასტროფიზიკური ცენტრის(ავსტრალია) სპეციალისტთა მეთაურობით, რადიომეტრია გამოიყენა, რათა დაედგინა დრო, როცა მომავალი მზის სისტემის ღრუბელს ისეთი მძიმე ელემენტები დაემატა როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, პლატინა, ტყვია და სხვა იშვიათი ელემენტები. ეს ელემენტები ვარსკვლავთშორის გარემოში კიდევ უფრო ადრეული მასიური ვარსკვლავების აფეთქებით მოხვდნენ, რომლებმაც ისინი თავიანთ თერმობირთვულ წიაღში წარმოქმნეს(ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ).

akvani

დაახლოებით ასე გმოიყურებოდა მზის ვარსკვლავური აკვანი.

 კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი მარია ლუგარო ამბობს:”მეტეორიტებში ნაპოვნი მძიმე რადიოაქტიური ბირთვების გამოყენებით, ახლა მზის სისტემის წინაისტორიის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენა გვაქვს. თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზის სისტემის ღრუბელს ოქრო, ვერცხლი და პლატინა მზის დაბადებამდე 100 მილიონი წლით ადრე დაემატა. ტყვიისა და იშვიათი ელემენტების საბოლოო პორციები, რომლებითაც თქვენი სმარტფონებიცაა აწყობილი, ამ ღრუბელს გაცილებით გვიან დაემატა, მზის დაბადებამდე დაახლოებით 30 მილიონი წლით ადრე”.

 ”ახლა უკვე ვიცით, რომ ეს ინკუბაციური პერიოდი 30 მილიონ წლიწადზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდებოდა. ამით ჩვენ იმ ვარსკვლავური აკვნის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგება შეგვიძლია, რომელშიც მზე დაიბადა, რა მასა ჰქონდა მას და რამდენი ვარსკვლავი დაიბადა მასში(აღმოჩენილია მზის ძმა)” – დასძენს ლუგარო(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Uhy1fucSRQI

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.