ასტრონავტებს უძილობა ტანჯავთ

  კოსმოსურ პირობებში ყოფნა ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ პროცესს – ძილის პრობლემას ამწვავებს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე(სკს), რომელიც დედამიწის გარშემო ბრუნავს, მზე ყოველი 90 წუთის მერე ამოდის, ამიტომ ეკიპაჟის წევრები დღეში 16 ალიონს ხედავენ. ეს ყველაფერი ჩვეულ დღე-ღამურ რიტმს არღვევს, ადამიანებს პირობით დედამიწისეულ რიტმზე აწყობა უხდებათ. ნორმალურ ძილს ჩვეული საწოლების არ არსებობა და უბრალოდ ჰრიზონტალური მდგომარეობის მიღების შეუძლებლობაც ემატება.

 ამერიკელი მეცნიერ-მედიკოსები კოსმოსური უძილობის პრობლემაზე მუშაობენ. 85 ადამიანის ძილზე ხანგრძლივი დაკვირვებების მერე, მედიკოსებმა დაადგინეს, მიხედავად იმისა, რომ წესების მიხედვით ეკიპაჟის ყოველ წევრს 8,5 საათი უნდა ეძინოს, სინამდვილეში ეს მონაცემი მხოლოდ 5 საათზე მეტი არ არის.

 ასტრონავტთათვის ღამის სრულფასოვანი დასვენება იმდენად რთული ამოცანაა, რომ შატლების ეკიპაჟის წევრთა სამი მეოთხედი იძულებული იყო საძილე საშაულებებისთვის მიემართა.

 სკს-ზე ეკიპაჟის ყოველ წევრს ინდივიდუალური საძილე მოდული გააჩნია, სატელეფონო ჯიხურის ზომის, კედელზე მიმაგრებული საძილე ტომრით.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=UyFYgeE32f0

 შედარებით კომფორტული პირობების მიუხედავად, სწორ ფიზიოლოგიურ ძილს მიკროგრავიტაცია ძალიან უშლის ხელს. ქრონიკული უძილობის გამო საშიში სიტუაციების გაჩენის რისკი მაღლდება, ზემოქმედებს ეკიპაჟის წევრთა ჯანმრთელობაზე. მეცნიერები ყველა იმ ფაქტორის განეიტრალებაზე მუშაობენ, რომლებიც ნორმალურ ძილს აფერხებენ, რათა ორბიტაზე მომუშავე ადამიანებს ძალების აღდგენაში დაეხმარონ(სხვა სატანჯველი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.