„რიკოშეტი“ – ე. იორდანიშვილი

 ორიგინალური ჰიპოთზა, რომელიც ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ზოგიერთ გარემოებებს ხსნის, ლენინგრადელმა მენციერმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ე. იორდანიშვილმა წამოაყენა(ლიტერატურული გაზეთი – 1982 წ. 25 აპრილი).

 ცნობილი ფაქტია, რომ თუ დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილი სხეული ათეულობით კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობს, ის, 100-130 კილომეტრის სიმაღლეზე იწყებს წვას. ტუნგუსკის მეტეორიტის(ტმ) ვარდნის თვითმხილველთა ნაწილი, ანგარას დინების შუაწელზე იმყოფებოდნენ, ანუ კატასტროფიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე. დედამიწის ზედაპირის სიმრუდის გათვალისწინებით, მოვლენის დანახვას ისინი ვერ შეძლებდნენ, თუ არ დავუშვებთ, რომ ტმ 300-400 კილომეტრის სიმაღლეზე აელვარდა. როგორ ავხსნათ ეს შეუსაბამობა? ჰიპოთეზის ავტორი, თავისი ვერსიის ახსნისას, ცდილობს არ გამოვიდეს რეალურობის ჩარჩოებიდან და არც ნიუტონისეული მექანიკის კანონების წინააღმდეგ მიდის.

იორდანიშვილის აზრით, იმ უჩვეულო დილას, დედამიწას მართლაც მოუახლოვდა ციური სხეული, რომელიც ჩვენი პლანეტის ზედაპირის მიმართ მცირე კუთხით მოძრაობდა. 120-130 კილომეტრის სიმაღლზე ორად გაიყო, მისი ელვარე კუდი ბაიკალიდან ვანავარმდე დაიმზირებოდა. ზედაპირთან შეხების მერე, რიკოშეტი(ასხელტა) მოხდა, ობიექტი რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა, რის გამოც მისი დანახვა ანგარას შუაწელთან მყოფმა ადამიანებმაც შეძლეს. ამის მერე, დაკარგა რა კოსმოსური სიჩქარე, ობიექტმა პარაბოლა შემოწერა და დედამიწაზე დაეცა, ამჯერად, სამუდამოდ…

 ჩვეულებრივი, სკოლის ფიზიკის კურსიდან ნასწავლი „რიკოშეტი“, რიგი გარემოებების ახსნის საშუალებას იძლევა: გავარვაგრებული ობიექტის გამოჩენა ატმოსფროს საზღვარს ზემოთ; კრატერისა და ნარჩენების არ არსებობა „რიკოშეტის“ ადგილზე; 1908 წლის თეთრი ღამეები; წაქცეული ტყის ფორმა(პეპელა). სად დაეცა ასხლეტილი ფრაგმენტი? იორდანიშვილის აზრით, ამის დადგენა ნიუტონისეული მექანიკის გამოყენებით არის შესაძლებელი და სავარაუდო მიმართულებებსაც ასახელებს, რომლებიც, დაახლოებით, 50-60-იან წლებში ჩატარებული ექსპედიციების მიერ აღმოჩენილი კრატერებისა და წაქცეული ტყეების კოორდინატებს ემთხვევა.

 აფეთქების ეპიცენტრთან, ტყე არათანაბრად არის წაქცეული, აქვს რთული გეომეტრია და შინაგანი არაერთგვაროვნება. მეტეოროიდის(არა კომეტის, არამედ ქვის მეტეორიტის) შემოსვლის მაღალმა სიჩქრემ და უზარმაზარმა მასამ, ატმოსფეროში სხვადახვა ეფქტები გამოიწვია, მათ შორის, ბალისტიკური და დარტყმითი ტალღის(დარტყმითი ტალღა) რთული სახის ზემოქმედება გარემოზე. წაქცეული ტყის ზონა თავისებური ანაბეჭდია – ასეთი ტალღების ზემოქმედების ჯამი დედამიწის ზედაპირზე. „რიკოშეტის“ ეფექტის კურიოზულ და ჭკუის მასწავლებელ მაგალითად, 1926 წლის 6 დეკემბერს, ახლანდელი ვოლგოგრადის რაიონში ჩამოვადრნილი მეტეორიტის – Царев, ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ.

 ეს ელვარე ბოლიდი ათასობით ადამიანმა დაინახა. ხილული ტრაექტორიის მიხედვით, ციური სხეულის ატმოსფერული ტრაექტორია და ფრაგმენტების ცვენის ადგილი იქნა გამოთვლილი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვარდნის ადგილის პოვნა ვერავინ შეძლო და მალე მის შესახებ ყველამ დაივიწყა. საბოლოოდ, ეს მეტეორტი ვარდნის სავარაუდო ადგილიდან 200 კილომეტრით მოშორებით იპოვეს, ფრენის ტრაექტორიის გაგრძელებაზე… იქნებ, ტმ-ც სხვაგან უნდა ვეძებოთ და არა ცაში მომხდარი აფეთქების ქვეშ.

 ეს დასტურდება, მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაციით ტმ-ს შესახებ(1991 წლის 6 თებერვალი). მასში ნათქვამია, რომ მონადირე ვ. ვორონოვმა, კატასტროფის ადგილიდან 150 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით, 20 კილომეტრი დიამეტრის ზომის წაქცეული ტყის მასივი იპოვა, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა ექსპედიციამ ჯერ კიდევ 1911 წელს აღმოაჩინა. ამ მასივისა და ტმ-ს დაკავშირება შესაძლებელია თუ დავუშვებთ, რომ ასხლეტილი სხეული ცალკეულ ნაწილებად დაიშალა.

 1990 წელს, იმავე ვორონოვმა, ე.წ. „კულიკის(ტმ-ს პირველი მკვლევარი) მასივიდან“ 100 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, 15-20 მეტრი სიღრმისა და 200 მეტრი დიმატრის მქონე კრატერი იპოვა, რომელიც ფიჭვის ამონაყარით იყო დაფარული. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სწორედ აქ შეიძლება იყოს ჩამარხული 1908 წელს მოფრენილი კოსმოსური სტუმრის ბირთვი ან ფრაგმენტები(კიდევ ტუნგუსკის მეტეოროიდის შესახებ; შოთა რუსთაველის კოსმოლოგიაჯუმბერ ლომინაძე: ცოდნა გაიმარჯვებს(Pravda.ru)).


2 comments

  1. ტესლას ვარიანტი გაცილებით უფრო საინტერესოა… თეთრი ღამეები, უჩვეულოდ დიდი ადგილის დაზიანება დაცემის შემოგარენში და კრატერის არარსებიბა… მეტეორის მაშტაბებს და სიჩქარეს თუ გავითვალისწინებთ ასხლეტის შემთხვევაშიც კი საკმაოდ შესამჩნევი კვალი უნდა დაეტოვებინა მიწაში და არა მხოლოდ წაქცეული ხეები…

  2. ტესლა აქ არაფერ შუაშია, იხილეთ ინფორმაცია მაგ კაცზე არა შეთქმულებებისა და უფოლოგების საიტებზე, არამედ ნამდვილ მეცნიერულ საიტებზე…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.