_ისრაელისა და ა.შ.შ-ს ასტრონომთა ჯგუფმა დედამიწიდან ყველაზე შორს მდებარე გალაქტიკა აღმოაჩინა. წინა და ახალი მონაცემების შეთავსებით დადგინდა, რომ ამ ობიექტის წითელი წანაცვლების მაჩვენებელი(z) ნამდვილად 7,51-ს უტოლდება. ანუ მისი ასაკი სამყაროსაზე(მაინც რა ასაკისაა სამყარო?) მხოლოდ 700 მილიონი წლით ნაკლებია(Nature).
წითელი წანაცვლება 7,51 იმას ნიშნავს, რომ სამყაროს გაფართოების გამო ეს გალაქტიკა ისეთი სიჩქარით გვშორდება, რომ დოპლერის ეფექტი მისი სინათლის ტალღის სიგრძეს 8,51-ჯერ ადიდებს. გამოთვლების მიხედვით, ახლა გალაქტიკამდე მანძილი დაახლოებით 30 მილიარდი სინათლის წელი უნდა იყოს. ამჯერად ჩვენ, მისგან 13 მილიარდი წლის წინათ გამოსხივებულ სინათლეს ვხედავთ(დოპლერის ეფექტი; მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე).
წითელი წანაცვლების მაჩვენებლის დადგენა ასტრონომებმა კეკის ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროსკოპით შეძლეს. ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ინსტრუმენტმა MOSFIRE-მ სპექტრული ხაზი 1,0343 მიკრომეტრის ნიშნულზე დააფიქსირა. მკვკლევარებმა დაასკვნეს, რომ ეს არის ალფა-ზოლი ლაიმანის სერიაში: ელვარე ზოლების მიმდევრობები, გაჩენილი სპექტრის ულტრაიისფერ ნაწილში წარმოქმნილი გავარვარებული წყალბადის ნათებით(სამყაროს 3D რუქა). ეს მეთოდი, დაფუძნებული წითელი წანაცვლებით წანაცვლებული სპექტრული ზოლის ძებნაზე, მანძილების შესაფასებლად დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ამ შემთხვევაში სპექტრული ანალიზით არა მარტო მანძილი დადგინდა.
გამოსხივების ინტენსიურობის მიხედვით ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ამ ყველაზე ადრეულ გალაქტიკაში გაცილებით მეტი რაოდენობის ვარსკვლავები ინთებოდნენ, ვიდრე მოგვიანებით ხდებოდა. მკვლევართა აზრით, ამ გალაქტიკაში წლის განმავლობაში 330 მზის მასის ვარსკვკლავი ინთებოდა. ეს ასჯერ მეტია, ვიდრე ირმის ნახტომის ახლანდელი მაჩვენებელი. მაშინდელი და ახლანდელი გალაქტიკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: დიდი აფეთქებიდან 700 მილიონი წლის მერე სამყაროში გაჩენილი პირველი ვარსკვლავები(პირველი ვარსკვლავები) წყალბადზე მძიმე ელემენტებს პრაქტიკულად არ შეიცავდნენ, რადგან ისინი სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვულ რეაქციებში გაჩნდნენ( სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).
დედამიწიდან ყველაზე შორს მდებარე ობიექტების სიაში კვაზარები და გალაქტიკები შედიან, რადგან ასეთ დიდ დისტანციებზე ცალკეული ვარსკვლავების დანახვა შეუძლებელია. თუმცა, ადრეულ სამყაროში დაბადებული ვარსკვლავების დანახვა ჩვენს გალაქტიკაშია შესაძლებელი(მათუსალას ვარსკვლავის შესახებ), ზოგიერთ მათგანს პლანეტარული სისტემებიც კი გააჩნიათ(უძველესი ეკზოპლანეტა).
რეკორდულად შორეული გალაქტიკა
Posted by