რა აქვს საერთო სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს?

 სამყაროს საწყისის – კოსმოსური ინფლაციის პერიოდისა და მისი საბოლოო ბედის განმსაზღვრელის, სამყაროს გამაფართოებელ – ბნელ ენერგიას შორის, ბევრი მსგავსება არსებობს, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ თუ მარადიული ინფლაციის ჰიპოთეზა სწორია, შეიძლება, ბნელი ენერგია სამყაროს პირვანდელ მდგომარეობაში გადასვლას უძღოდეს წინ?

 ახლადგაჩენილ, მატერიითა და ენერგიით გამოვსებულ სამყაროს უჩვეულო თვისებები ჰქონდა: იყო სივრცობრივად ბრტყელი, ყველგან ერთნაირი ტემპერატურით, უკიდურესად მაღალი ენერგიების რელიქტების გარეშე, კარგად გამოხატული მაღალი და დაბალი სიმკვრივის რეგიონების ნაკრებით(სამყაროს არაერთგვაროვნების ახსნა). შესაძლებელია, რომ სამყაროს არსებობა ასეთი პირობებითვე დაიწყო, თუმცა, კოსმოსური ინფლაციის იდეა იმაშია, რომ ყველაფერი ექსპონენციალური გაფართოებით მიდიოდა, ეს უზარმაზარი ენერგია, სივრცისგან განუყოფელი იყო. შემდეგ, ეს პერიოდი დამთავრდა და დიდი აფთქება მოხდა, ყველა ხსენებული პირობების გადაცემით. მოვლენათა ზუსტი მიმდევრობის დადგენას რამდენიმე წელი დაჭირდა, ხოლო მისი დამამტკიცებელი კოსმოსური მიკროტალური ფლუქტუაციების ძებნას, კიდევ უფრო მეტი. კოსმოსური ინფლაცია ახლა, რკინის თეორიაა, რომლიდანც ჩვენ სამყაროს ისტორიას ვიწყებთ(პლანკი-2015).

 მარადიული ინფლაცია, ინფლაციის განშტოებაა, დაფუძნებული თვისებაზე, რომელზეც არც თუ ისე ხშირად ვფიქრობთ. ჩვეულებრივ, როცა ჩვენ ბუნებრივ გადასვლასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, ცხელი წყალი, რომელიც თხევადიდან გაზურ მდგომარეობაში გადადის, გადასვლას სხვადასხვა ადგილებზე იწყებს და შემდეგ, თანდათან ფართოვდება და ერთი მთლიანობა ხდება. მდუღარე წყლის შემთხვევაში, ბუშტულების ამოსვლას ვხედავთ(პერკოლაცია, სითხის დინება-არდინება ფორების მქონე გარემოში), რომლებიც წყლის ზედაპირთან უფრო დიდ ბუშტულებში ერთიანდება. რაც შეეხება ინფლაციას, აქ პრობლემებია: ზოგიერთ რეგიონში, განსაზღვრულ მომენტში, ის არ შეჩერებულა და ისევ გრძელდება, რაც სხვა რეგიონებში, სადაც ინფლაცია დასრულდა, პერკოლაციას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი სამყარო ერთ ბუშტულაშია, რომელშიც ინფლაცია დასრულდა. ეს არ არის ბუშტუკების სიმრავლე, რომლებიც ერთად აგრძელებს გადინებას.

 მეორეს მხარივ, სამყარო აჩქარებით ფართოვდება. ეს მოვლენა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი სიზუსტით, თვით სივრცისგან განუყოფელი ენერგეტიკული კომპონენტით შეიძლება აიხსნას, რომელსაც ბნელ ენერგიას ვუწოდებთ. ის, სამყაროს ნებისმიერ წერტილშია და ძალიან ცოტაა: მისი მასა, აინშტაინისეული ფორმულით – E = mc2, კუბურ მეტრზე ერთი პროტონის ექვივალენტური იქნება. კოსმოსური სივრცე არა მარტო უზარმაზარია, არამედ ფართოვდება კიდეც. დროთა განმავლობაში ეს ბნელი ენერგია სულ უფრო საგრძნობი ხდება. დიდი აფეთქებიდან 8 მილიარდი წლის მერე, სამყაროს აჩქარებით აფართოებდა, მოგვიანებით კი, სამყაროს ენერგიის დომინანტ კომპონენტად იქცა. განსხვავება ამ ორ ენერგტიკულ მასშტაბებს შორის ძალიან დიდია – 10120-ჯერ. სივრცისგან განუყოფელი ინფლაციაც და ბნელი ენერგიაც, დრო-სივრცის ქსოვილს ექსპონენციალურად აფართოებს – წამზე ცოტა დროში ინფლაციისას და ტრილიონობით წელი ბნელი ენერგიის შემთხვევაში. ყველაფერი, რაც სამყაროში ერთიან სტრუქტურაში არ არის გაერთიანებული, მომავალში ნაწილებად იქნება გაგლეჯილი.

 არსებობს მოდელების მთელი კლასი, რომლებიც, ზოგადად, კვინტესსენციის(რაიმეს განუყოფელი ნაწილი, მეხუთე სტიქია…) სახელით არის ცნობილი, რომელიც ინფლაციისა და ბნელი ენერგიის გაერთიანებას ცდილობს.

 რა ალბათობაა იმისა, რომ ჩვენი სამყარო ”გადაამუშავებს” რა თავის თავს, ციკლს შეკრავს?

 თუ ბნელი ენერგია მართლაც კოსმოლოგიური კონსტანტაა, ის შეიძლება იყოს ინფლაციის ნარჩენი, იმ პერიოდის რელიქტური ენერგია, რომლითაც ყველაფერი დაიწყო. თუ ეს ასეა, მაშინ გარკვეული დროის გასვლის მერე, კიდევ უფრო დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაშიც შეიძლება გადავიდეს.

 ბნელი ენერგია თუ კონსტანტა არ არის, დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს, მომენტამდე, რომელსაც ”დიდ გახლეჩას” უწოდებენ. ან, მანამ, სანამ თვით დრო-სივრცეც უნდა დაიბზაროს, სივრცისთვის განუყოფელი ეს ენერგია, უკვე განურჩეველი ინფლაციური სცენარისგან, ახალ დიდ აფეთქებაში გადავა. სამყაროს ამდაგვარი ”გაახალგაზრდავება”, შორეულ მომავალში მართლაც შეიძლება მოხდეს, რაც ასაკსაც მატებს მას, ანუ სამყარო უსასრულოდ ხნიერი შეიძლება იყოს.

 დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, ბნელი ენერგია კოსმოლოგიური კონსტანტაა, რითაც მეორე სცენარი გამოირიცხება. თუ არანაირი დაბალენერგიულ მდგომარეობაში გადასვლა არ არსებობს, პირველი სცენარიც გამოირიცხება, თუმცა ჩვენ არასაკმარისი ცოდნა გვაქვს იმისათვის, რომ ორივე გამოვრიცხოთ.

 ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებაში მისიები – EUCLID, NASA WFIRST და LSST დაგვეხმარება(რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?; ბნელი ეენრგია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.