დიაგნოზი – დიდი გახლეჩა

 ფიზიკოსები ჩვენებას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ დაახლოებით 22 მილიარდი წლის მერე დღევანდელი დღიდან, სამყარო დიდი გახლეჩით დაასრულებს არსებობას(vanderbilt).

 მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ე.წ. კოსმოლოგიური მოცულობითი სიბლანტის მიმართ ახალი მიდმოგა იქნა გამოყენებული. თერმოდინამიკისა და ჰიდროდინამიკის გამოყენება სამყაროს ევოლუციის აღმწერი ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებებში, გვიჩვენებს, რომ კოსმოლოგიური მოცულობითი სიბლანტის წვლილი სამყაროს მდგომარეობის განტოლებაში, რომელიც მის ენერგეტიკულ ბალანსს აღწერს, წანაცვლებითი სიბლანტის წვლილზე მნიშვნელოვანია.

 წანაცვლებითი სიბლანტისგან განსხვავებით, რომელიც მატერიაში ენერგიის გაფანტვაზეა პასუხისმგებელი(მისი ფენების გადადგილებითა და ურთიერთ ხახუნით), მოცულობითი სიბლანტე, შეკუმშვის მდგომარეობაში მყოფ სითხეებსა და გაზებში ჩნდება, ის კლასიკური ჰიდროდინამიკის დონეზეც კი არ არის კარგად შესწავლილი. იმ შემთხვევაში, თუ სამყაროს რელატივისტური(თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი) სითხით შევსებული სივრცის სახით წარმოვიდგენთ, ფიზიკის კანონების საწინააღმდეგო, მატერიის, სინათლისაზე მეტი სიჩქარით გადაადგილებამდე მივალთ.

 ერთგვაროვანი(თვისებები არ არის დამოკიდებული მდებარეობაზე) და იზოტროპული(თვისებები არ არის დამოკიდებული მიმართულებაზე) გაფართოების შემთხვევაში, რომელიც ახლა დაიმზირება, სამყაროს მდგომარეობის განტოლება განისაზღვრება როგორც ბნელი ენერგიის თანაფარდობა მისსავე სიმკვრივესთან, გამოხატული(განზომილებათა სპეციალურ სისტემაში) უგანზომილებო პარამეტრით w, რომელიც სამყაროს მომავალ ევოლუციას განსაზღვრავს.

 w-ს მნიშვნელობა უცნობია. თუ -1-ზე მცირეა, მაშინ დიდი აფეთქების ჰიპოთეზა აღმოჩნდება მართებული. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, სამყაროს არსებობა, აჩქარებული გაფართოების გამო, მატერიის გაფანტვით დასრულდება. დამკვირვებელი, სამყაროს აღსასრულს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კანონების გამოყენებადობის მასშტაბების ჩათვლით იხილავს(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი).

big bamgidan ripamde

 ახალ კვლევაში, მატერიის ზერელატივისტური გადაადგილების პრობლემის აცილება მოხდა მიდგომის მოდიფიცირებით, რომელიც წინა საუკუნის 50-იან წლებში ფრანგმა მათემატიკოსმა ანდრე ლიხნეროვიჩმა წარმოადგინა. მეცნიერბის თქმით, ჩატარებული კვლევა ბნელი ენერგიის შესაძლო როლის გადაფასების საშაულებას იძლევა, რომელიც სამყაროს აჩქარებული გაფართოების ასახსნელად შემოიღეს(ბნელი ენერგია).

 თუ w-ს ადრინდელი მნიშვნელობა, მინუს ერთზე ნაკლები, ადგენდა ზღვარს, რომლის დროსაც დიდი აფეთქება ჩნდება, ახლა, ამ ზღვრის აუცილებლობა აღარ არსებობს, ხოლო სამყარო w-ს ბუნებრივ განვითარებას უშვებს, მინუს ერთზე ნაკლებ მნიშვნელობამდე. მეცნიერთა აზრით, მათ მიერ მიღებული თეორიული მოდელის რიცხობრივი მნიშვნელობა სუპერკომპიუტერების(1) გამოყენებით შეიძლება იქნას მიღებული. ამ გზით მიღებულ ინფორმაციას კი დამზერით მიღებულ მონაცემებს შეადარებენ(კიდევ დიდი გახლეჩის შესახებ; რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).

2 comments

  1. ძალიან კარგი ვებგვერდია. კარგ სტატიებს დებთ.
    კონკრეტულად ამ სტატიას რც შეეხება, 22 მილიარდი წლის შემდეგ ხომ დედამიწა დიდი ხნის განადგურებული იქნება უკვე? როგორც ვარაუდობენ მზე 4,5-5 მილიარდ წელიწადში ჩაქრება და შესაბამისად სიკვდილის წინა გაფართოება დედამიწას იმსხვერპლებს იმ პერიოდში

  2. სწორი შენიშვნაა, სხვა პლანეტაზე ვიქნებით მაგ დროს გადასულები, იმედია;)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.