„ორმაგად მომხიბლავი“ ელემენტარული ნაწილაკი

 ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის(CERN) მეცნიერებმა, რომლებიც დიდი ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, აქამდე მხოლოდ თეორიულად არსებული ნაწილაკი აღმოაჩნეს.  ეს არის ნაწილაკი – Xicc++, რომელიც ორ მძიმე მომხიბვლელ კვარკს შეიცავს და ზორიერთი ფუნდამენტური ფიზიკური ძალის უკეთ გაგებაშ დაგვეხმარება.

 შეგახსენებთ, რომ კვარკები ის უმცირესი ელემენტარული ნაწილაკებია, რომლებისგანაც უფრო დიდებია აგებული, ხოლო ამ უკანასკნელთაგან, თავის მხრივ, მთელი დამზერადი მატერია. ყველა ბარიონი(ჩვეულებრივი მატერიის შემადგენელი ყველა ნაწილაკის ზოგადი სახელი), სამი კვარკისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული, ექვსიდან ერთ-ერთ ტიპს შეესაბამება, რასაც მენციერები „არომატს“ უეოდებენ(არომატული კვარკები:)). ზედა და ქვედა კვარკები ყველაზე მსუბუქი კვარკებია, არსებობს უცნაური, მომხიბვლელი, ლამაზი და ჭეშმარიტი კვარკები(კვარკი).

 თეორიულად, ბარიონული ნაწილაკების რაოდენობა, სხვადასხვა ტიპის კვარკების შესაძლო კომბინაციებს უნდა შეესაბამებოდეს. რეალურად კი ასეთი ნაწილაკების სიმცირე გვაქვს, აქამდე ცნობილი ყველა ბარიონის შემადგენელში მხოლოდ ერთ-ერთი მძიმე კვარკის არსებობა დაიმზირებოდა. ახლახანს აღმოჩენილი Xicc++ კი პირველი ნაწილაკია, რომელიც ორი მძიმე მომხიბლავი კვარკისგან და ერთი ზედა კვარკისგან შედგება, რაც ამ ნაწილაკს 3 621 მევ. ენერგიას ანიჭებს, ანუ ის პროტონზე ოთხჯერ მძიმეა(რა არის ელექტრონვოლტი?).

 „ორი მძიმე კვარკის შემცველი ბარიონის აღმჩენა, უკიდურესად საინტერესო მოვლენაა მეცნერთათვის. ის იდელაურად ერგება კვანტური ქრომოდინამიკის კვლევებს(მოკლედ კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ), თეორიას, რომელიც ოთხი ფინდამენტური ურთიერთქმდებიდან ერთ-ერთს, ძლიერ ურთიერთქმედებას სწავლობს“ – ამბობს ჯოვანი პოსალევა(Giovanni Passaleva)(მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

 მეცნიერები ახლა ამ უცნაური კვარკული შემადგენელის მქონე ნაწილაკის შესწავლას დაიწყებენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ნაწილაკების დაშლის მიმდევრობა იქნება. ამის პარალელურად, CERN-ი სხვა ბარიონების ძებნას გააგრძელებს, რომელთა შემადგენლში სხვა არომატის მძიმე კვარკები იქნება(კოლაიდერი).

 „ჩვეულებრივი ბარიონებისგან განსხვავებით, რომელშიც სამი კვარკი ერთმანეთთან ახლოს რთულ მოძრაობაშია ჩართული, მძიმე კვარკებიანი ბარიონი ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას ჰგავს. ორი მძიმე კვარკი ერთმანეტის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავის როლში გამოდის, ხოლო მსუბუქი კვარკი, როგორც პლანეტა, მათ გარშემო ტრიალებს“ – ამბობს გაი უილქინსონი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე(ატომიელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.