მოხტუნავე რობოტები ასტეროიდ რიუგუზე

 2018 წლის 21 სექტემბერს, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს JAXA(Japan Aerospace Exploration Agency) კუთვნილმა ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა ”ჰაიაბუსა 2”, ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე ორი იდენტური მოხტუნავე ზონდის წარმატებული გადასმა განახორციელა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ასტეროიდის კვლევა გადაადგილების უნარის მქონე აპარატებით ჩატარდა.

“ჰაიაბუსა 2”-ის ჩრდილი ასტეროიდ რიუგუზე.

 სუსტი გრავიტაციის გამო, აპარატები 15 მეტრის სიმაღლეზე ახტომას შეძლებენ და ”მოლივლივე” მდგომარეობაში 15 წუთამდე იქნებიან. ამ დროის განმავლობაში ასტეროიდის ზედაპირის დიდი ნაწილის დანახვას შეძლებენ თავიანთი კამერებითა და სხვა ტიპის მოწყობილობით. მონაცემების ამ ასტეორიოდის ორბიტაზე მოძრავ ”ჰაიაბუსა 2”-ზე გადაიცემა, შემდეგ კი დედამიწაზე.

 მომავალ თვეში, ”ჰაიაბუსა 2” ასტეროიდისკენ 2 კილოგრამიან სპილენძის ჭურვს გაისვრის, რომელიც რამდენიმე მეტრის დიამეტრის კრატერს წარმოქმნის, რითაც მზის ქარისა და კოსმოსური რადიაციისგან ათასეულობით წლით დამალული ქანები გაშიშვლდება. მათში მზის სისტემის ფორმირებისა და ალბათ, სიცოცხლის გაჩენის შესახებ მინიშნებები შეიძლება იყოს შემონახული.

 წარმოქმნილი კრატერიდან ნიმუშების აღებით, დასაშვები მოდული Mobile Asteroid Surface Scout (MASCOT) დაკავდება, რომელიც გერმანელმა და ფრანგმა სპციალისტება შექმნეს(”ფილმა” გაიღვიძა).

 აღსანიშნავია, რომ დიდი მაცივრის ზომის კოსმოსური ზონდი ”ჰაიაბუსა 2”, პირველი იაპონური ზონდის, ”ჰაიაბუსას”(შავარდენი) მემკვიდრეა. პირველი ზონდი, ასტეროიდიდან აღებული ნიმუშებით 2010 წელს დაბრუნდა დედამიწაზე. ბევრი ხარვეზის მიუხედავად, პროგრამა ”ჰაიაბუსა” მეცნიერულ ტრიუმფად შეიძლება ჩაითვალოს(მისია ”ჰაიაბუსა”).

 შეგახსენებთ, რომ ამ მისიამ სტარტი 2014 წლის დეკემბერში აიღო, ხოლო შეგროვებული ნიმუშებით დაბრუნება დედამიწაზე 2020 წლისთვის არის ნავარაუდევი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.