მომაკვდინებელი გამა-ანთებები

 გამა-ანთება ყველაზე უფრო მძლავრი აფეთქების ტიპის მოვლენაა სამყაროში. დედამიწაზე სიცოცხლის მასობრივი გადაშენების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ის არის(გამა-ანთებები: მათი წარმომავლობა და როლი; საშიში გამა-ანთებების კვალი დედამიწაზე ).

 ამ მომაკვდინებელი ანთებებით ე.წ. ფერმის პარადოქსიც შეიძლება აიხსნას(გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებენ), რაც არამიწიერი სიცოცხლის არსებობის მაღალ ალბათობასა და მათი ვერანაირი კვალის ვერ აღმოჩენაში გამოიხატება(მათემატიკოსებმა სამყაროში სიცოცხლის არსებობის ალბათობის მაჩვენებელი შეამცირეს).

 თუ ირმის ნახტომის ფარგლებში მომხდარი გამა-ანთება დედამიწისკენ იქნება მომართული, სიცოცხლისათვის ზიანის მიყენებას ათასი სინათლის წლის იქედანაც შეძლებს. შორეული გამა-ანთება დედამიწის ზედაპირს ვერ გადაწვავს, თუმცა ულტრაიისფრი გამოსხივებისაგან დამცავ ოზონის სფეროს ნამდვილად გაანადგურებს, რასაც მასობრივი გადაშენება მოჰყვება. ასეთი ანთება კოსმოსური სხივების მძლავრი წყაროცაა, რომელსაც ატომური აფეთქებისთვის დამახასიათებელი, სხივური დაავადებებიც შეუძლია გამოიწვიოს.

 მეცნიერების შეფასებით, 50 პროცენტიანია ალბათობა იმისა, რომ გრძელ გამა-ანთებებს მასიური გადაშენება უკანასკნელი 500 მილიონი წლის განმავლობში მოეხდინათ, 60% – 1 მილიარდი წლის განმავლოაბში და 90% უკანსკნელი 5 მილირდი წლის განმავლოაბში. შედარებისთვის, მზის სისტემის ასაკი 4,6 მილირდ წელს უტოლდება(როდის გაჩნდა მზის სისტემა).

 შედარებით სუსტი მოკლე გამა-ანეთებები ხუთჯერ უფრო ხშირად ხდება და მენციერთა აზრით, მასობრივი გადშენების გამოწვევა მათ არ შეუძლიათ. არც გალაქტიკის გარეთ მომხდარი გამა-ანთებები წარმოადგენენ საშიშორებას.

 გალქტიკის ცენტრში ვარსკვლავების სიმჭიდროვეა, რის გამოც გამა-ანთებებთან შეჯახების შანსი უფრო მაღალია. ცენტრიდან 6500 სინათლის წლის რადიუსში, სადაც ვარსკვლავების 25 პროცენტია თავმოყრილი, მომაკვდინებელ გამა-ანეთბასთან შეჯახების შანსი 1 მილირდი წლის განმავლობაში 95%-ს უტოლდება. ჩვენთვის ცნობილ სიცოცხლის ფორმას ჩასახვა და გადარჩენა მხოლოდ ირმის ნახტომის კიდეებზე შეუძლია, გალაქტიკური ცენტრიდან 32600 სინათლის წელზე მეტ დისტანციაზე.

 მენციერებმა გამა-ანთებების საშიშროება მთელი სამყაროსთვისაც შეაფასეს. მათი ვარაუდით, გამა-ნათებების გამო, დედამიწაზე არსებულის მსგავსი სიცოცხლე გალაქტიკათა მხოლოდ 10%-ში შეიძლებოდა გაჩენილიყო, ისიც უკანასკნელი 5 მილირდი წლის განმავლოაბში, რადგან მანამე ეს გალაქტიკები პატარები იყვნენ და სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტები ახლო გამა-ანთებების მსხვერპლნი ხდებოდნენ.

 ”რატომ ვერ აღმოვაჩინეთ განვითარებული ცივილიზაციები? ირმის ნახტომი, მზის სისტემაზე გაცილებით ხნიერია, საკამრისი დრო და  სივრცე იყო იმისათვის, რომ სიცოცხლე მასში არსებულ სხვა პლანეტებზეც ჩასახულიყო, მაშ სად არიან ისინი?” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ცვი პირანი(WOW და სხვა სიგნალები…; ვარსკვლავი WR 104: საფრთხე კოსმოსიდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.