მირაკის აჩრდილი

 ვარსკვლავ მირაკის აჩრდილი არც ისეთი საშიშია, როგორიც ჩვენ შეიძლება გვეგონოს. მართლაც, აჩრდილი, ასტრონომთათვის კარგად ცნობილი, იმავე მიმართულებით მდებარე სუსტად მანათობელი პატარა გალაქტიკაა. ასევე, ანდრომედას ბეტად წოდებულ ჯერად (გრავიტაციულად დაკაშირებული ათი ვარსკვლავი) ვარსკვლავამდე მანძილი 200 სინათლის წელია, ის წითელი გიგანტია, მზეზე ცივი, მაგრამ მასზე გაცილებით დიდი, რის გამოც ნათობითაც კარგად ჯაბნის ჩვენს მშობლიურ მნათობს. ტელესკოპით გადაღებული ფოტოების უმრავლესობაზე, ძნელია გაარჩიო რა არის ელვარე მირაკისა და მისი დიფრაქციული სხივების უკან, გალაქტიკა, ტელესკოპის შიგნით არეკლილ სინათლეს ემსგავსება. მიუხედავად ამისა, ამ გამოსახულებაზე ზემოთ და მარჯვნივ მდებარე მირაკის აჩრდილი ძალიან კარგად ჩანს. კატალოგში ის NGC 404 სახელით არის შეტანილი, გალაქტიკამდე მანძილი (მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე) კი 10 მილიონი სინათლის წლია (M31, მირაკი, M33; სხვა აჩრდილები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.