ნუთუ, ეს გალაქტიკა მტვრის ქსელითაა გარშემორტყმული? რა თქმა უნდა არა, ის ხომ ძალიან შორსაა. პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე, ამ კარგად გააზრებული სურათის ხედვის არე, სავსე მთავრის ზომას იკავებს ცის თაღზე. ირმის ნახტომის შიგნით მდებარე ვარსკვლავების დიფრაქციული სხივები (ჯვრები), ტელესკოპის მეორე სარკის დამჭერების მიერ გამოწვეული ეფექტია. სუსტად მანათობელი, გალაქტიკის სიბრტყის მაღლა მოდრეიფე გაზისა და მტვრის ღრუბელი, ირმის ნახტომის მრავალრიცხოვანი ვარსკვლავების სინათლეს ირეკლავს. მაღალი განედების ცირუსებისა და ინტეგრირებული ნაკადის ნიუსლეულის სახელით ცნობილი ღრუბლები, მოლეკულურ კომპლექსებთან ასოცირდება. სურათზე წარმოდგენილი დიფიზური ღრუბელი MBM 54, ჩვენიდან 1000 სინათლის წლის მანძილზე, ხოლო სპირალური გალაქტიკა – NGC 7497, რომელიც მტვერში ჩაფლული გვეჩვენება, 60 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი სპირალური მკლავების შემადგენელი ვარსკვლავებისა და მტვრის ფერი, ირმის ნახტომის ფერებს ექოსავით იმეორებს (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; პირველი ფოტო მაღალი გარჩევადობით, ავტორი – დავით დვალი).
გალაქტიკა, ვარსკვლავები და მტვერი
Posted by