მზე სხვადასხვა პლანეტებიდან

მზის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე წამოუდგენელია. ყველას გვაქვს ისტორია, როცა ულამაზეს მზის ამოსვლას ვაკვირდებოდით. ოდესმე დაფიქრებულხართ თუ როგორ გამოიყურება მზის ამოსვლა სხვა პლანეტებზე. გთავაზობთ ვიმოგზაუროთ მზის სისტემის პლანეტებზე და ვნახოთ, როგორ გამოიყურება მათი ზედაპირიდან მზე.

მერკური

მერკური  მერკურიდან მზემდე მანძლი 60 მლნ. კილომეტრია, რაც მზიდან დედამიწამდე მანძილის 39%-ს შეადგენს. მზის ამოსვლა მერკურიზე 3-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ჩვენთან.

ვენერა

ვენერა ვენერას საკმაოდ სქელი ატმოსფეროს გამო, მზე იქ ცუდად ჩანს, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ თითქოს ძალიან მოღრუბლული დღეა და ისე უყურებთ მზეს. ის დაშორებულია მზისგან 108 მლ. კილომეტრით

მარსი

მარსი
წითელი პლანეტიდან მზემდე მანძილი 230 მლნ. კილომეტრია, რაც ეს 1,5-ჯერ მეტია დედამიწასა და მზეს შორის მანძილზე. მაგრამ მზის ელვარებას იქ არა მანძილი, არამედ მარსის ატმოსფეროში არსებული მტვერი ამცირებს.

იუპიტერი

ევროპა იმის გამო, რომ იუტიპიტერს არ აქვს მყარი ზედაპირი, მის თანამგზავრ ევროპაზე გადავინაცვლოთ . აი ასე გამოჩნდება მზე მისი ზედაპირიდან. მზემდე მანძილი 779 მლნ. კილომეტრია

სატურნი

სატურნი სატურნიდან მზემდე მანძილი1,5 მილიარდი კილომეტრია. მიუხედავად ამისა, მზე აქ საკმაოდ კარგად ანათებს. მიზეზი წყლის კრისტალებია, რომელთა გავლენით ხდება მზის სხივების გარდატეხა.

ურანი

ურანი არიელზე, ურანის ერთ-ერთ თანამგზავრზე, ძალიან ცივა , მაგრამ დაუვიწყარი აისი შეგიძლიათ იხილოთ. მზე აქ თითქმის არ ათბობს ზედაპირს. მზის სხივი 2,8 მილიარდ კილომეტრს გადის, სანამ ურანის სიახლოვეს მოხვდება, ეს 19 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი.

ნეპტუნი

ნეპტუნი მზე ტრიტონზე. მზემდე მანძილი 4,5 მლიარდი კილომეტრი, 30-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი. მტვრის და გაზის გეიზერები ისედაც პატარა ვარსკვლავს საერთოდ მალავენ.

პლუტონი

პლუტონი მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი აღარ არის მეცხრე პლანეტა, ის მაინც ჩვენს გულებში რჩება. ასე რომ, მასზეც უნდა ვიმოგზაუროთ. აქ მზე 1600 ჯერ უფრო სუსტად ანათებს, ვიდრე დედამიწაზე, თუმცა 250 ჯერ უფრო კაშკაშაა მაინც, ვიდრე სავსე მთვარე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.