გალაქტიკა ვერა რუბინი

 “ჰაბლის” მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე, ელვარე ვარსკვლავები, გარშემორტყმული დიფრაქციული სხივებით, პერსევსის თანავერსკვლავედში მდებარე, ჩვენი გალაქტიკის კუთვნილი მნათობებია. ფოტოზე, მათ უკან, ჩანს მკაფიოდ ფოკუსირებული გიგანტური სპირალური გალაქტიკა – UGC 2885, რომლამდე მანძილი 232 მილიონი სინათლის წელია, დიამეტრით 800 ათასი სინათლის წელი, ანუ ჩვენს გალაქტიკაზე რვაჯერ დიდია. UGC 2885-ში 1 მილიარდამდე ვარსკვლავია, ანუ 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს ირმის ნახტომში. UGC 2885 კვლევის საგნად არის ქცეული, რომლის მიზანია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს გალაქტიკამ ასეთ კოლოსალურ ზომას. ასტრონომი ვერა რუბინი მ ობიექტს სპირალური გალაქტიკების ბრუნვის შესასწავლად იყენებდა. მისი ნამუშევარი პირველი დამაჯერებელი მოწმობა იყო ბნელი მატერიის დომინანტურობისა ჩვენს სამყაროში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.