მზე სხვადასხვა პლანეტებიდან

მზის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე წამოუდგენელია. ყველას გვაქვს ისტორია, როცა ულამაზეს მზის ამოსვლას ვაკვირდებოდით. ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ როგორ გამოიყურება მზის ამოსვლა სისტემის სხვა პლანეტებზე. გთავაზობთ ვიმოგზაუროთ მზის სისტემის პლანეტებზე და ვნახოთ, როგორ გამოიყურება მათი ზედაპირიდან მზე.

მერკური

 მერკურიდან მზემდე მანძლი 60 მლნ. კილომეტრია, რაც მზიდან დედამიწამდე მანძილის 39%-ს შეადგენს. მზის ამოსვლა მერკურიზე 3-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ჩვენთან.

ვენერა

 ვენერას საკმაოდ სქელი ატმოსფეროს გამო, მზე იქ ცუდად ჩანს, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს ძალიან მოღრუბლული დღეა და ისე უყურებთ მზეს. ვენერადან მზემდე მანძილი 108 მლნ. კილომეტრია.

მარსი

 წითელი პლანეტიდან მზემდე მანძილი 230 მლნ. კილომეტრია, რაც დედამიწასა და მზეს შორის მანძილზე 1,5-ჯერ მეტია. მაგრამ მზის ელვარებას იქ არა მანძილი, არამედ მარსის ატმოსფეროში არსებული მტვერი ამცირებს.

იუპიტერი

 იმის გამო, რომ იუტიპიტერს არ აქვს მყარი ზედაპირი, მის თანამგზავრ ევროპაზე გადავინაცვლოთ. აი ასე გამოჩნდება მზე მისი ზედაპირიდან. მზემდე მანძილი 779 მლნ. კილომეტრია.

სატურნი

 სატურნიდან მზემდე მანძილი1,5 მილიარდი კილომეტრია. აქ წყლისა და აირების კრისტალებში, მათ შორის ამიაკში, გარდატეხილი მზის სინათლე, მშვენიერ ოპტიკურ ეფექტებს ქმნის, როგორიცაა ე.წ. ჰალოები (შარავანდედი) და ცრუ მზეები. მიუხედავად იმისა, რომ მზის შუქი სატურნზე დაახლოებით 100-ჯერ სუსტია, ვიდრე დედამიწაზე, შუიარაღებელი თვალით მისი მზერა მაინც საშიში იქნება.

ურანი

 არიელზე, ურანის ერთ-ერთ თანამგზავრზე, ძალიან ცივა , მაგრამ დაუვიწყარი აისი შეგიძლიათ იხილოთ. მზე აქ თითქმის არ ათბობს ზედაპირს. მზის სხივი 2,8 მილიარდ კილომეტრს გადის, სანამ ურანთან მოხვდება, ეს 19 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი.

ნეპტუნი

 მზე ტრიტონზე. მზემდე მანძილი 4,5 მლიარდი კილომეტრი, 30-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი. მტვრის და გაზის გეიზერები ისედაც პატარა ვარსკვლავს საერთოდ მალავენ.

პლუტონი

 მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი აღარ არის მეცხრე პლანეტა, ის მაინც ჩვენს გულებში რჩება. ასე რომ, მასზეც უნდა ვიმოგზაუროთ. აქ მზე 1600 ჯერ უფრო სუსტად ანათებს, ვიდრე დედამიწაზე, თუმცა, მაინც 250 ჯერ კაშკაშაა, ვიდრე სავსე მთვარე (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.