ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავური გაზი მაგელანის ნაკადში, მაგელანის დიდ და პატარა ღრუბელსაც უკავშირდება, რაც, მეცნიერთა თქმით, ამ სატელიტი ჯუჯა გალაქტიკების უცხო წარმომავლობის, ირმის ნახტომის მიმართ, ირიბი მტკიცებულება შეიძლება იყოს(NatureNews).
გაზის წარმომავლობის დადგენა მეცნიერებმა ქიმიური ანალიზის საშუალებით შეძლეს. ასტრონომებმა, რომლებიც ”ჰაბლითა” და ძალიან დიდი ტელესკოპით(VLT) მიღებული მონაცემების ანალიზს ატარებდნენ, ამ ღრუბლების მიერ შორეული გალაქტიკების სინათლის შთანთქმა შეისწავლეს, რითაც მათში შემავალი მძიმე ელემენტების(არა წყალბადისა და ჰელიუმის) კონცენტრაციათა განაწილება შეისწავლეს.
გაზის დიდი ნაწილი მცირე რაოდენობის ჟანგბადსა და გოგირდს შეიცავდა, ანუ ის მეგელანის პატარა ნისლეულს(მას სწორედ ასეთი შემადგენელი აქვს) ირმის ნახტომმა ”მოპარა”. ნაკადში მაგელანის დიდ ნისლეულთან დაკავშირებული ”მძიმე” ჟანგბად-გოგირდის ჭავლიც აღმოჩნდა, რაც ამ ნაკადის წარმომავლობაზე არსებულ ტრადიციულ შეხედულებას ეწინააღმდეგება(საინტერესო ფაქტები მაგელანის ნისლეულების შესახებ).
ასტროფიზიკოსთა თქმით, ახალი მონაცემები ადრე გამოთქმული იდეის მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს, რომლის მიხედვითაც მაგელანის ჯუჯა გალაქტიკები ირმის ნახტომის მიდამოებში არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მოხვდნენ. თუ ისინი, როგორც სხვა სატელიტი გალაქტიკები, თავიდანვე ირმის ნახტომთან ფორმირდებოდნენ, მისი გრავიტაცია მათ ვასრკვლავთშორის გაზებს დიდი ხნის წინათ წაართმევდა. ყოველ შემთხვევაში, ეს ზომოქმედება ნაკადის შემადგენელ ელემენტებს უფრო თანაბრად გადაანაწილებდა, ვიდრე არის.
მაგელანის ნაკადი, რომელიც ირმის ნახტომს ორ სატელიტურ გალაქტიკასთან აერთებს, წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში აღმოაჩინეს. მისი წარმომავლობა ტრადიციულად დიდი ღრუბლის მიერ პატარას მიზიდულობით აიხსნებოდა. 2007 წელს, თუმცა, ალტერნატიული ახსნები გამოჩნდა, დაკავშირებული ვარსკვლავურ ქარებთან, რომლებიც ორივე ჯუჯა გალაქტიკებიდან გაზებს ანიავებდნენ. თვით მაგელანის ღრუბლებს სახელი ფერნანდო მაგელანის გამო შეარქვეს, მეზღვაური მათ სანავიგაციო ორიენტირებად იყენებდა.
მაგელანის ნაკადის ორმაგი ბუნება
Posted by