მაგელანის პატარა ნისლეულის საიდუმლო

 მეცნიერები ჯუჯა გალაქტიკა – მაგელანის პატარა ნისლეულის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, რომელშიც ქიმიური ელემენტი ლითიუმის მცირე რაოდენობაა.

 მაგელანის პატარა ნისლეული(ასევე ცნობილი სახელებით ММО, SMC, NGC 292) ეს, SBm ტიპის, ჩვენი გალქტიკის თანამგზავრი, ჯუჯა გალაქტიკაა. გალაქტიკამდე მანძილი 200 000 სინათლის წელია, ის ტუკანის თანავარსკვლავედში მდებარეობს და მანათობელი ღრუბლის სახით ჩანს, ზომით .

 მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები ნეიტრალური წყალბადის საერთო ღრუბლით არიან შემოფარგლული, მათ მაგელანის სისტემას უწოდებენ.

 სახელი ნისლეულმა გამოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურის ფერნანდო მაგელანის(Fernando de Magallanes) საპატივცემულოდ მიიღო. მან ეს გალაქტიკა დედამიწის გარშემო თავისი პირველი მოგზაურობის დროს აღმოაჩინა.

 მაგელანის პატარა ნისლეულის შემადგენლობის კვლევისას, მეცნიერებმა იქ მცირე რაოდენობით ლითიუმი აღმოაჩინეს, რომელიც, მკვლევართა ვარაუდით, დიდი აფეთქების დროს გაჩნდა. თუმცა, თუ ეს ასეა, მაშინ სტანდარტული მოდელის მიხედვით, ლითიუმი ამ გალაქტიკაში გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე სინამდვილეში არის. მეცნიერთა აზრით, ეს შეიძლება ჯერჯერობით გაურკვეველმა პროცესებმა გამოიწვიეს. ამ ეტაპზე მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ ზუსტად რომელი პროცესების გამო მოხდა ასე, თუმცა არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ამ ამბებში ბნელი მატერია(1) შეიძლება იყოს ჩარეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.