კოსმოსური აბლაბუდა

 როგორს დავინახავთ კოსმოსს, თუ არა მარტო მზის სიტემიდან გავალთ, არამედ გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფიდანაც? მეცნიერთა აზრით, ჩვენი სახლიდან ძალიან შორს გასულები, გალაქტიკებისგან თავისუფალ ე.წ. ვოიდებს, ვარსკვლავებსა და ატომებს, ხოლო ამ მკვდარი სივრცის შუალედებში, ნებისმიერი სიგრძე-სიგანის ურიცხვი რაოდენობით თხელ “ძაფებს” აღმოვაჩენდით. ირმის ნახტომი, ანდრომედას გალაქტიკა და გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფი, მხოლოდ რამდენიმე პიქსელია ამ უზარმაზარ სტრუქტურაში, რომელსაც ასტრონომები “კოსმოსურ აბლაბუდას” უწოდებენ (ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“).

 რა არის ცნობილი კოსმოსური ქსელის შესახებ?

 დღეისათვის, მონაცემთა უმრავლესობა ამ ქსელის შესახებ, კომპიუტერულ სიმულაციასა და სპეციალისთა დასკვნებს ეფუძნება. ახლა, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად დაინახა გალაქტიკების დამაკავშირებელი გაზის ორი ძაფი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარების რუქა მასიური ქსელის მხოლოდ მცირე მონაკვეთს მოიცავს, იგი ადასტურებს, რომ თანამედროვე მეცნიერება სწორ გზაზე დგას -- როგორც ჩანს, გალაქტიკების ზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ეს კოსმოსური ქსელი თამაშობს (ხიდით გადაბმული გალაქტიკები).

 გალაქტიკური ძაფები, შემდგარი გალაქტიკათა ზეგროვებისგან, გალაქტიკათა დამაკავშირებელ რთულ სტრუქტურას წარმოადგენს. მიუხედავას ამისა, მათი დანახვა ძალიან ძნელია. მიქელე ფუმაგალმა (დარემის უნივერსიტეტი) და მისმა კოლეგებმა, ცის ნაწილი შეისწავლეს, რომელშიც პროტოკლასტერი მდერბარეობს, ანუ ადგილი, სადაც გალაქტიკათა ჯგუფების ერთად თავმოყრაა დაწყებული. კლასტერების შემადგენელი გალაქტიკებიდან ულტრაიისფერი გამოსხივება ამოდის, ეს გამოსხივება და გალაქტიკათა ცენტრებში არსებული ზემასიური შავი ხვრელების მიერ წარმოქმნილი შესქელებები, ახალი ვარსკვლავების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გიგანტური ძაფები ამ სინათლეს შთანთქავს და აღიგზნება, ანუ ისიც ნათებას იწყებს (გაზის იონიზაცია). ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალინ დიდი ტელესკოპის გამოყენებით (ჩილე. დიდი ტელესკოპების ერა), ასტრონომებმა ეს მეორადი გამოსხივება აღმოაჩინეს. 

 გალაქტიკურ ძაფებზე ნადირობა

 ხსენებული კოსმოსური ძაფები მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს, 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. ასტრონომთა აზრით, დიდი აფეთქების მერე, 13,8 მილიარდი წლის წინათ, პირველადი წყალბადი ყოვლისმომცველ ძაფებში შეიკრიბა. იქ, სადაც ამ ძაფების გადაკვეთის ადგილებია, გალაქტიკები წარმოიქმნა. ძაფებიდან მომდინარე გაზის უწყვეტი ნაკადები გაზრდაში ეხმარებოდა მათ. კვლევის მსვლელობისას მიღებული ფოტოები გალაქტიკათა წარმოშობის ამ ისტორიას ადასტურებს. ჰიდეკი უმეჰატა (ტოკიოს უნივერსიტეტი) ამბობს, რომ ამ ძაფების დანახვა იმიტომ მოხერხდა, რომ ახლად დაბადებული გალაქტიკები ისე ანათებდა მათ, როგორც ქალაქის სინათლე მის თავზე მცურავ ღრუბლებს.

პროტოკლასტერ SSA22-ის კოსმოსური ძაფები.

გალაქტიკათა შემქმნელის როლის უცვლელი შემსრულბელის გარდა, კოსმოსური ქსელი დიდი აფეთქების გადმონაშთიც არის, თითოეული ძაფი კი ერთგვარი მიკროსკოპული პულსაციების შედეგი, რომელიც სამყაროს გაჩენის მომენტში ხდებოდა. შემდგომი კვლევების წყალობით, მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, თუ რამდენად იმოქმედა გრავიტაციამ მატერიაზე, უშუალოდ დიდი აფეთქების მერევე (დიდი აფეთქება – მოწმის მონათხრობი; სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება).

One comment

  1. საინტერესო სტატიაა
    მადლობა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.