კორდილევსკის ღრუბლები

 ეს არის კოსმოსური მტვრის ორი გროვა ლაგრანჟისეულ წერეტილებში L4 და L5, სისტემაში დედამიწა-მთვარე(ვიკიპედია).

 ლაგრანჟის, იგივე ლიბრაციის წერტილები – წერტილები ორი მასიური სხეულის სისტემაში, რომელში მდებარე ძალიან მცირე მასის მესამე სხეულზე, მხოლოდ ამ ორის გრავიტაცია მოქმედებს და მათ მიმართ უძრავი შეიძლება დარჩეს.

OSO-6(მზის ორბიტული ობსერვატორია).

 პირველად, მათზე დაკვირვება 1956 წლის ოქტომბერში, პოლონელმა მეცნიერმა კაზიმეჟ კორდილევსკიმ მოახდინა. ეს იყო მანათობელი ადგილები 2 გრადუსიანი კუთხური ზომითა და ნათობით, რომელიც 2-ჯერ უფრო მკრთალია, ვიდრე ზოდიაქოს ნათება. 1961 წლის აპრილში, კორდილევსკიმ ამ გროვების პირველი ფოტოები გადაიღო, რომლებმაც იმ დროისთვის ფორმა და ზომა შეიცვალა. კორდილევსკის დაკვირვებების მართებულობა 1967 წელს, ამერიკელმა მეცნიერმა ჯ. უესლი სიმფსონმაც დაადასტურა, კოიპერის ობსერვატორიის მოწყობილობის გამოყენებით. ამ ღრუბლების ნამდვილად არსებობა დაადასტურა კოსმოსური აპარატით OSO-6(მზის ორბიტული ობსერვატორია), რაც 1969-70-იან წლებში მოხერხდა.

 კორდილევსკის მიხედვით, ამ მტვრის ღრუბლების საერთო მასა ძალიან მცირეა, 10 000 ტონა თითოეული, ზომით 10 000 კილომეტრი(სხვა მონაცემებით – 40 000 კმ.).

”ჰითენი”(JAXA).

 უკიდურესად დაბალი ნათობის გამო, ღრუბლების დამზერა დედამიწიდან ძალიან ძნელია, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი მათ არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა. ამერიკულმა თანამგზვარებმა ”ჯემინი-12”, ”აპოლო-14”, ”აპოლო-16”, ლაგრანჟის წერტილები L4 და L5 გადაიღო, მაგრამ ღრუბლების არსებობა მაინც ვერ დადასტურდა. 1991 წელს, ამ წერტილებში გაიარა იაპონურმა თანამგზავრმა – ”ჰითენი”, მაგრამ კოსმოსური მტვრის სიმკვრივის მატება არ დაფიქსირდა(სავარაუდოდ, ოდნავ გვერდზე გაიარა, ღრუბლები ამ წერტილების გარშემო მოძრაობენ…).

 რა ვიცით დღეს:

  •  დედამიწიდან დამზერისას, ღრუბლების კუთხური ზომა 6° შეადგენს,
  •  სიკაშკაშე კი ზოდიაქოს ნათების 50%-ს(სხვა მონაცემებით – 7-10 %-ს),
  •  ღრუბლები ლაგრანჟის წერტილების გარშემო მოძრაობს, ეკლიპტიკურ ზონაში – დიდი ნახევარღერძით 6° და ეკლიპტიკის პერპენდიკულარულად პატარა ნახევარღერძის ზომით 2°,
  •  ღრუბლებსა და მთვარეს შორის მანძილი ზაფხულის თვეებში მცირდება და ზამთარში იმატებს,
  •  ღრუბლების ფერი წითლისკენ არის წანაცვლებული, ზოდიაქოს ნათების ფერის მიმართ – რაც ამ ღრუბლების შემადგენელი ნაწილაკების განსხვავებულ წარმოშობაზე მეტყველებს.

 სისტემა დედამიწა-მთვარის ლიბრაციული წერტილების ახლოს არსებულ ნივთიერებებზე დაკვირვებით მირებული მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც ამ მოვლენის რთულ ბუნებაზე მიუთითებს, კერძოდ, წერტილების L4 და L5  დინამიურ არასტაბილურობაზე სისტემაში დედამიწა-მთვარე(ყველაზე ერთგული კვაზითანამგზავრი; საქანელა, რეზონანსი და კოსმოსური ხულიგნობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.