ზეახლის აფეთქების ”გამეორება”…

 შორეულ წარსულში მომხდარი ზეახლის აფეთქება, რომელიც კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, refsdala_03_266მიერ გადაღებულ 4 სხვადასხვა ფოტოზე, გრავიტაციული ლინზირების ხარჯზე გახდა ხილული, როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ, საკმაოდ დიდი ხნის მერე ისევ გამოჩნდა ტელესკოპის მხედველობის არეში. რეფსადალის(ნორვეგიელი ასტრონომი) სახელით ცნობილი ზეახალი, 2014 წელს შეამჩნიეს პირველად. მასა და ჩვენს შორის, უჩვეულო ფორმის მქონე გალაქტიკა(აინშტაინისეული ჯვარი) მდებარეობს, რომლის გრავიტაციული ლინზირებით, ერთი და იგივე ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ადგილზე გამოისახა(გრავიტაციული ლინზა: ერთი ზეახლის ოთხი გამოსახულება).

zeaxalis gameoreba 1

 10 მილიარდი წლის წინათ მომხდარი მოვლენის რამდენიმე გამოსახულების მიღება, სინათლის სხვდასვა გზებით მოსვლის ხარჯზე მოხერხდა. აფეთქების სინათლემ, გალაქტიკის გრავიტაციის მიერ გამრუდებული დრო-სივრცეს  სხვადასხვა გზებით შემოუარა. დეფორმაციის ეს რეგიონები, უზარმაზარი კოსმოსური ობეიქტების უძლიერესი გრავიატციით იქმნება, ისეთების, როგორებიცაა ზემასიური გალაქტიკები და გალაქტიკათა გროვები. გრავიტაციული ლინზირების სახელით ცნობილი მოვლენა, ალბერტ აინშტაინმა ჯერ კიდევ 100 წლის წინათ იწინასწარმეტყველა.

 რეფსდალის ოთხი გამოსახულება, რამდენიმე კვირიანი ინტერვალებით, 2014 წლის ნოემბერში გამოჩნდა. გრავიტაციული დეფორმაციის ადგილის შესწავლის მერე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ აფეთქების დამატებითი გამოსახულებები მომავალი 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა პრიოდულობით გამოჩნდებოდა. მართლაც, 2015 წლის 11 დეკემბერს, ”აინშტაინისეული ჯვრის” გარშემო კიდევ ერთი ნათლი წერტილი გამოჩნდა, რაც იგივე ზეახლის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

 რეფსდალის კიდევ ერთი გამოსახულების მიღების მერე, მეცნიერებმა შეძლეს ვარსკვლავებისა და სხვა მატერიის მასა დაედგინათ, რომელიც ამ გალაქტიკის შემადგენლობაში შედის. დაგროვებული მონაცემების ანალიზი, მეცნიერებს იდუმალი ბნელი მატერიის(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade) შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს(გრავიტაციული ლინზირება; კიდევ გრავიტაციულ ლინზებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.