მარსის მსგავსად, ვენერაც პოპულარული სპეკულაციების ობიექტად იყო ქცეული. წინა საუკუნის სამოციან წლებში, კოსმოსური სახელმწიფოები, ზონდებს ორივე პლანეტის შესასწავლად აგზავნიდა. 2002 წლიდან დაწყებული, წითელი პლანეტის მიმართულებით, ყოველწლიურად მინიმუმ 2 ზონდი მაინც იგზავნებოდა, წინა წელს კი 7 გაიგზავნა.
ეს გასაგებიც არის, რადგან მარსი უფრო სტუმართმოყვარე პლანეტაა, ვიდრე ვენერა, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 480 0C უტოლდება, ხოლო წნევა 92-ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე. პლანეტა, გოგირდმჟავას შემცველი სქელი ღრუბლებით არის დაფარული. პირდაპირი მტკიცებულებები გვაქვს იმისა, რომ მარსზე ოდესღაც წყალი მიედინებოდა(NASA – მარსზე, მარილიანი წყალი ახლაც მოედინება). არ არის გამორიცხული, რომ სიცოცხლეც არსებობდა, ან ახლაც არსებობს(”ეგზომარსი – 2016” – სტარტი – 14 მარტი; ბიოლოგიური წარმოშობის ნიტრატები მარსზე?!).
ზომით, ვენერა უფრო ახლოა დედამიწასთან(5%-ით პატარაა), ვიდრე მარსი, ასევე შემდგენელითა და მიზიდულობის ძალით, მაგრამ მისი მკაცრი გარემო იმდეს არ ტოვებს იმისა, რომ იქ სიცოცხლე შეიძლება იმალებოდეს. რითია მნიშვნელოვანი ვენერას კვლევა? ამით ჩვენ გავიგებთ, რატომ იქცა ის ჯოჯოხეთად და როგორ გადავარჩინოთ დედამიწა.
ეგზოპლანეტების უმრავლესობა, თავინთი მნათობების ახლოს მოძრაობს. მათი უმრავლესობა ე.წ. ”ცხელი იუპიტერებისა” და ”ცხელი ნეპტუნების” სახით არის წარმოდგენილი. ერთხელაც, დამზერის საშუალებათა გაუმჯობესები ეპოქაში, ”ცხელი ვენერის” აღმოჩენასაც შევძლებთ. თუ ეს მოხდება, დედამიწის დად წოდებული პლანეტა, ხსენებული ეგზოპლანეტების უკეთ აღქმაში დაგვეხმარება.
ზომითა და შემადგენლით დედამიწის მსგავს ვენერას, არ გააჩნია ფილების ტექტონიკა, რომელიც ჩვენი პლანეტის ქერქის მუდმივ მოძრაობას იწვევს(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ). მიუხედავად ამისა, ვენერას ზედაპირი ვულკანური წარმონაქმნებით, ლავური ნაკადებითა და სხვა გეოლოგიური თავისებურებებით არის მდიდარი, რაც მის წარსულ აქტიურ ტექტონიკაზე მეტყველებს. თუ ეს აქტიურობა ისევ გრძედლება, ვენერას შესწავლა უამრავ ინფორმაციას მოგვცემს მისი წიაღის სტრუქტურისა და დინამიკის შესახებ.
ვენერა, მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან, ღერძის გარშემო საპირისპირო მიმართულებით ბრუნვით გამოირჩევა(224 დღე). ღრუბლების ოთხდღიანი ცირკულაცია, სუპერროტაციად წოდებულ პროცესშია ჩართული, რომელიც თითქმის მთელ ატმოსფეროს მოიცავს, 80-90 კილომეტრის სიმაღლემდე. გამონაკლისს მხოლოდ პოლუსები წარმოადგენს, სადაც შთამბეჭდავი და ცვალებადი ხვეულები წარმოიქმნება. ამის გამო, ვენერისეული ატმოსფეროს მოძრაობა, პლანატარული მასშტაბის ერთ დიდ გიგანტურ ქარიშხალს ჰგავს, თითო თვალით ორივე პულუსზე.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვენერას ატმოსფეროს დინამიკის შესწავლა, დედამიწისეული ქარიშხლების პროგნოზირებასა და მათ კონტროლირებაშიც კი შეიძლება დაგვეხმაროს.
ვენერასეული ჯოჯოხეთური კლიმატი მასზე ნებისმიერი ბიოლოგიური სიცოცხლის არსებობას გამორიცხავ? ზოგიერთი ექსპერტის აზრით – არა. ატმოსფეროში გაბნეული ნაწილაკები, ტეორიულად, სიცოცხლის ფორმების მატარებელი შეიძლება იყოს. 50-70 კილომეტრის სიმაღლეზე, ზომიერი სითბური რეჟიმია, თხევადი წყალი და ქიმიურ ელემენტთა მრავალფეროვნება. მხოლოდ მომავლის მისიებს შეუძლია გვიჩვენოს, ფანტასტიკაა ეს თუ არა(70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღო?!).
2005 წელს, როცა ამ პლანეტისკენ ”ვენერა ექსპრესი”(Venus Express) იქნა გაგზავნილი, წინა ზონდის გაშვებიდან 20 წელი იყო გასული(ვენერას მზვერავები). მსოფლიოს პლანეტოლოგები თვლიან, რომ ახალი კომპანიის წამოწყებაა საჭირო, რომელიც ორბიტალური აპარატებით, მფრინავი პლატფორმებითა და დასაშვები ზონდებით იქნება დაკომპლექტებული(”აკაცუკი” ვენერას შესწავლას შეუდგა; ვენერა).