დიდი ნისლეული გემის კიჩოს თანავარსკვლავედში

 ირმის ნახტომის (სახელი) ერთ-ერთ ყველაზე ელვარე მონაკვეთზე, ნისლეული მდებარეობს, რომელშიც საკმაოდ საინტერესო მოვლენები ხდება. გემის კიჩოს თანავარსკვლავედის დიდი ნისლეულის სახელით ცნობილი – NGC 3372, მასიურ ვარსკვლავებსა და ღრუბლებს შეიცავს, გარეგნობის მუდმივი ცვალებადობით. სურათის ცენტრიდან ზემოთ, ელვარე სტრუქტურის მქონე ნისლეულში – კლიტე (NGC 3324), რამდენიმე ასეთი მასიური ვარსკვლავი იმალება, რომლებიც იერსახეს იცვლიან. დედამიწიდან 7500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გემის კიჩოს ზომა 300 სინათლის წელზე მეტია. კიჩოს ეტა, ნისლეულის ყველაზე მძლავრი ვარსკვლავია, იყო ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი 1830-იან წლებში, ხოლო შემდეგ, მისი სიკაშკაშე საგრძნობლად შემცირდა. როგორც ჩანს, კიჩოს ეტა, ზეახლად ანთების ზღვარზეა (განწირული ვარსკვლავი), ხოლო რენტგენის დიაპაზონში ჩატარებული დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ წარსულში, კიჩოს დიდ ნისლეულში უამრავი ზეახალი ვარსკვლავი აფეთქდა (Carlos Taylor).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.