დეფორმირებული დრო-სივრცე პულსარს მალავს

 ასტრონომებმა, რომლებიც შოერეულ ვარსკვლავურ სისტემას იკვლევენ, მათი თვალთახედვიდან ვარსკვლავის გაქრობის ფაქტი დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ვარსკვლავი მის მიერვე დეფორმირებულ დრო-სივრცულ კონტინიუმში მოხვდა. „გამქრალი“ ვარსკვლავი ბინარული(ორმაგი) სისტემის – J1906, ნაწილია. მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გაჩნილ პულსარს ასტრონომები უკვე 5 წელია იკვლევენ. ახლახანს კი მისი სიგნალი საერთოდ გაქრა, რამაც მკვლევარები შოკში ჩააგდო.

 პულსარი ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს(ზეახალი ვარსკვლავი), მასიური ვარსკვლავისგან დარჩნილ ზემკვრივ ბირთვს, რომელიც მაღალი სიჩქარით ბრუნავს და პოლუსებთან ამოსული მძლავრი ელექტრომაგნიტური სხივების კონათა იმპულსებს ასხივებს, როგორც ჩვეულებრივი შუქურა. ამ იმპულსების სიხშირე მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა(რის გამოც უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილიც კი ეგონათ), J1906-ს შემთხვევაში სიგნალის ამპლიტუდამ ჯერ კლება დაიწყო, შემდეგ საერთოდ გაქრა. როგორც ჩანს, მისი და კომპანიონი ვარსკვლავის გრავიტაცია დრო-სივრცულ ნაკეცებს ქმნიან, რომელში მოხვედრილი პულსარის რადიოსიგნალი დედამიწის მიმართულებით აღარ ვრცელდება.

 აღსანიშნავია, რომ ეს ფენომენი აინშტაინის ფარდობითობის თეორიით აიხსნება, რომლის მიხედვითაც, მასიური ობიექტები, მათ შორის დედამიწაც, შემომფარგლავი სივრცის დეფორმაციას იწვევენ. ნეიტრონული ვარსკვლავის მსგავსი ზემკვირვი და მასიური სხეულები კი კიდევ უფრო მეტ დეფორმაციას ახდენენ, რომელშიც სხვა კოსმოსური ობიექტები და თვითონაც შეიძლება „ჩავარდნენ“(ჰოლომეტრი: დრო-სივრცის მიკროსკოპი).

 დეფორმაციის მატებასთან ერთად პუსლარის ღერძის მდგომარეობაც იცვლება, რომელიც შემომფარგლავი „არადეფორმირებული“ სივრცის მიმართ გადახრილი ხდება და რის გამოც, დედამიწაზე არსებული რადიოტელესკოპებისკენ აღარ არის მომართული.

 გამოთვლების მიხედვით, რომელიც ნიდერლანდების რადიოასტრონომიული ინსტიტუტის ჯგუფმა ჩაატარა, პულსარი J1906, დედამიწელთა თვალსაწიერიდან სამუდამოდ არ გამქრალა. დაახლოებით 160 წლის მერე, ის ისევ ნორმალურ სივრცეში გადავა და ჩევენი მიმართულებით დაიწყებს ნათებას(პულსარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.