არაკოსმოსური უჩვეულო ფაქტები

 თუ ტელევიზორს დღეში 2 საათზე მეტ ხანს უყურებთ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,4 წლით შემცირდება, 6 საათის შემთხვევაში კი 5 წლით.

 საშუალოსტატისტიკურ საოფისე მაგიდაზე 400-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საპირფარეშოში.

 გოლფის თამაშის დროს, განაწყენებულმა მოთამაშემ სკამზე გადამტვრია გოლფის ჯოხი, რომლის ნატეხი პირდაპირ გულში ჩაერჭო. კიდევ სამი ასეთი შემთხვევაა ცნობილი.

 საშიშროების დროს გედები უკიდურესად აგრესიულები ხდებიან. ცნობილია მათ მიერ ნავების გადაყირავების შემთხვეევბი, ადამიანებზე თავდასხმები და ძაღლების გაგუდვის ფაქტებიც კი.

 არაქისის კარაქი ხოჭოების 150-მდე ფრაგმენტსა და 5-მდე სხვადასხვა მღრნელის ბეწვებს შეიცავს.

 ანთებული სანთლები ყოველ წლიურად 15 ათასამდე ხანძრის გაჩენის მიზეზი ხდებიან.

 თუ საკმარისად ძლიერად დააცემინებთ, ნეკნი შეიძლება გაიტეხოთ, ხოლო თუ ცემინების ჩახშობას შეეცდებით, მაშინ თავის ან კისრის სისხლძარღვების დაზიანება დაგემუქრებათ.

 შარვლის ელვა-შესაკრავი(”ზმეიკა”) მამაკაცის სასქესო ორგანოს ემტერება. წელიწადში 1700-მდე ასეთი დაზიანება ხდება.

 თითზე გაკეთებული ბეჭედის ქვეშ არსებული მიკრობების რაოდენობა, ევროპის მოსახლეობის რაოდენობას შეიძლება გაუტოლდეს(დაახლოებით 730 მილიონი).

 არც საწოლია ისეთი უწყინარი, როგროც შეიძლება გვეგონოს. მარტო შეერთებულ შტატებში საწოლიდან გარდმოვარდნით 600-მდე ადამიანი უღუპება წელიწადში.

 წითელი ფერის პროდუქტები, მაგალითად, ხილის პუნში და მარწყვის იოგურტი, ხშირად კარმინით იღებება, რომელსაც კაქტუსის მდედრი ჭიისგან იღებენ(Dactylopiuscoccus ან Coccuscacti – მაგ:. mixstuff).

  რუსეთში, ყინულის ლოლოების ვარდნით წელიწადში 100 ადამინი იღუპება.

 აბაზანაში ყოველწლიურად 340 ადამიანი კვდება. საკუთარ აბაზანაში ჩახჩობის შანსი, ტერორისტის ხელიდან სიკვდილის შანსზე 25-ჯერ მეტია.

 შენობაზე მეხის დაცემისას, მუხტი ელექტრული და სატელეფონო სადენებითაც ვრცელდება, ასევე წყალგაყვანილობის, ტელე-რადიოანტენებისა და კაბელებითაც.

 მესიჯის წერისას, ყოველწლიურად მარტო ამერიკეში 6000-მდე მძღოლი იღუპება.

 ზოგიერთი პეპელა, როგროც ცნობილია, სისხლით იკვებება.

 ქანდირუს, პატარა თევზი-პარაზიტი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს, შარდის ბუშტში შეღწევა შარდის ჭავლში გავლით შეუძლია. ფარფლებით ბუშტის კედლებს აზიანებს, გამოსული სისხლით იკვებება და ძლიერ ტკივილებს იწვევს.

 1998 წლიდან სწრაფი კვების უფრო მეტი თანამშრომელი მოკლეს(ძარცვის დროს), ვიდრე პოლიციის ოფიცერი.

 ლეიბის მასა 10 წელიწადში, ორჯერ იზრდება, მასში არსებული ტკიპებისა და მათ მიერ გამოყოფილი ფეკალური მასების ხარჯზე.

 ამერიკელები კბილის ჯაგრისით უფრო მეტ ტრავმას იღებენ, ვიდრე სხვა ნივთებისგან(9000-მდე წელიწადში).

 ჰაერის 15%, რომელსაც თქვენ მეტროს სადგურზე ყოფნისას ისუნთქავთ, ადამიანის კანის ნაწილაკებზე მოდის.

 ა.შ.შ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, ქვეყნის 12 ათასამდე მოქალაქე კიბიდან ჩამოვარდნით კვდება. ამ უბედურ შემთხვევათა ნახევარი სახლში ყოფნისას ხდება.

 თუ ლიფტით სარგებლობა გადაწყვეტთ, სიკვდილის ალბათობა შემცირდება, თუმცა წელიწადში 27 ადამიანის სიკვდილის მიზეზი სწორედ ლიფტი ხდება.

 შამპუნი, საპონი, თმის საღებავები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები კანცერ(კიბო)ოგენებს შეიცავენ.

 ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის კვლევებით დადგინდა, რომ მობილური ტელეფონების 16% ექსკრემენტებით არის დაბინძურებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.