დამცავი ველი: როგორც კინოში

  ”დეფლექტორულ ფარებს” თავისუფლად შეუძლიათ ფანტასტიკიდან რეალობაში გადასვლა: მეცნიერებმა ასეთი დაცვის მოქმედი პროტოტიპი შექმნეს და მის კოსმოსში გამოცდას უკვე 2018 წლისთვის გეგმავენ(io9).
”დეფლექტორული ფარი”, რომელზეც რეზერფორდის ლაბორატორიაში(RAL) მუშაობენ, არა მტრის ლაზერის სხივებისგან დასაცავად იქმნება, არამედ ასტრონავტებისა და მოწყობილობის, კოსმოსური რადიაციისაგან დასაცავად.
ნასას გამოთვლებით, მარსისკენ მოგზაურობისას ასტრონავტები გამოსხივების ისეთ დოზას მიიღებენ, რომელიც 1 წლის განმავლობაში სხეულის ყოველკვირეული კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული დოზის ტოლფასი იქნება, ეს კი მთელი სიცოცხლის განმავლობში დასაშვებად მიღებული დოზის ორი მესამედია.
 რადიაციისაგან დამცავი იმდენად სქელი უნდა იყოს(შესაბამისად მძიმეც), რომ მისი გამოყენება გამართლებული ვერ იქნება. ალტერნატივად ბუნებრივი დაცვის იმიტაცია შეიძლება იქცეს, რომელიც ჩვენს პლანეტას კოსმოსური სხივებით ბომბარდირებისაგან იცავს(რეკორდსმენი სხივები).
”მინი-მაგნიტოსფერო”, მაგნიტური ველი დასაცავი ობიექტის გარშემო, ელექტრონებს ველის ძალწირების გასწვრივ მოძრაობას აიძულებს, ხოლო უფრო სწრაფ იონებს აირეკლავს, ისინი ტრაექტორიებიდან გადაიხრებიან, ოღონდ არ მიყვებიან ძალწირებს(ატომი). შედეგად ელექტრომაგნიტური ველი ფრომირდება, რომლის შიგნით რადიაციის საკმაოდ დაბალი დონის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
პროტოტიპი თერმობირთვულ რეაქტორში გამოიცადა, სადაც მზის ქარის მაგვარი პლაზმური ნაკადი წარმოიქმნება. შედეგებით კმაყოფილი მეცნიერები სრულმასშტაბიანი ”დეფლექტროული ფარის” კოსმოსში გამოცდას 2018 წლისთვის გეგმავენ(მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.