დაისონომანია გრძელდება 2

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავ VVV-WIT-07-ის ელვარება ტაბის ვარსკვლავის (KIC 8462852) მსგავსად, არარეგულარულად იცვლება. მეცნიერთა უმრავლესობა ამ ვარსკვლავთა ანომალურ ქცევას მტვრის ღრუბლებითა და სხვა ციური სხეულებით მნათობთა დაბნელებით ხსნის (arXiv).

  VVV-WIT-07, პროგრამა  VISTA-ს მსვლელობისას შეამჩნიეს, რომელიც ირმის ნახტომის შიდა ნაწილების კარტოგრაფირებით, ორმაგი-დაბნელებადი ვარსკვლავების, კუროს T-ს მსგავსი ცვალებადი ვარსკვლავებისა და გრავიტაციული ლინზების (1) ძებნით არის დაკავებული. თუ ობიექტის მიკუთვნება უკვე ცნობილ კლასებთან ვერ ხერხდება, მას WIT (რა არის ეს)-ს უწოდებენ. მეცნიერთა აზრით, ეს შეიძლება იყოს ზეახლად გადაქცევის სტადიაში მყოფი ვარსკვლავები, იშვიათი ახალი ვარსკვლავები ან შეჯახების პროცესში მყოფი ვარსკვლავები.

 VVV-WIT-07-ზე დაკვირვებების შედეგები, რომლამდე ზუსტი მანძლის დადგენა ვერ მოხერხდა, გვიჩვენებს, რომ 2012 წელს, ვარსკვლავის ნათება მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, მთელი სადამკვირვებლო პერიოდის განმავლობაში, ვარსკვლავმა ბევრჯერ შეიცვალა თავისი სიკაშკაშე. სპეციალური ალგორითმით გამოვლინდა, რომ სხვათა შორის, ელვარების ცვლილებები 322 და 170 დღიანი პერიოდებით ხდებოდა, ივლისის ჩაბნელებათა პერიოდულობამ კი ყველა რეკორდი მოხსნა. სავარაუდოდ,  VVV-WIT-07-მა ნათობა 2019 წლის იანვარში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში უნდა შეამციროს. თუმცა, ამის ალბათობა არც თუ ისე დიდია.

  VVV-WIT-07-ის სიკაშკაშის მახასიათებელი მრუდი მას არა მარტო ტაბის ვარსკვლავს, არამედ J1407-საც (მამაჯეკის ობიექტი) ამსგავსებს. ეს უკანასკნელი, ალბათ, რგოლთა სისტემით გარშემორტყმული წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. პერიოდულობის დასადგენად ხანგრძლივი დაკვირვებებია საჭირო. ტაბის ვარსკვლავისთვის, რომელიც კომეტებითა და მტვრის ღრუბლებით უნდა იყოს შემოფარგლული, სიკაშკაშის ჰიპოთეტური პერიოდულობა 1600 დღიდან, 12 წლის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

 ტაბის ვარსკვლავი, 2015 წელს გამოვლენილი ელვარების მკვეთრი ცვლილებებით არის ცნობილი. დროის სხვადასხვა შუალედებში მისი ელვარევა 22%-ით შემცირდა. ზოგიერთმა მეცნიერმა ივარაუდა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს გიგანტური ასტროინჟინრული სტრუქტურა, რომელიც არამიწიერმა განვითარებულმა ცივილიზაციამ ააგო, ე.წ. დაისონის სფერო (თაბის ვარსკვლავი; დაისონომანია გრძელდება…)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.