კუროს T და ჰინდის ცვალებადი ნისლეული

 მოყვითალო ვარსკვლავი, ტელესკოპით გადაღებული გამოსახულების ცენტრში არის კუროს T, პროტოტიპი ცვალებადი ვარსკვლავების კლასისა კუროს T-ეს ტიპის. მასთან ახლოს მოყვითალო კოსმოსური ღრუბელი ჩანს, ცნობილი როგორც ჰინდის ცვალებადი ნისლეული(NGC 1555). ვარსკვლავი და ნისლეული ჩვენიდან 400 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ, უხილავი მოლეკულური ღრუბლის კიდეზე. მათი ელვარება ძლიერად იცვლება, ოღონდ არა ერთი და იგივე დროს, რაც ცის ამ ისედაც საინტერესო მონაკვეთს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს. მეცნიერები თვლიან, რომ კუროს T-ეს ტიპის ვარსკვლავები, ევოლუციის ადრეულ ეტაპზე მყოფი მზისმაგვარი ვარსკვლავები არიან, რამდენიმე მილიონ წელზე მცირე ასაკით. ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებულმა დაკვირვებებმა საერთო სურათი კიდევ უფრო გაართულა, კუროს T-სა და მასთან დაკავშირებულ ნისლეულში კიდევ ერთი ვარსკვლავისმაგვარი ობიექტია. წარმოდგენილი ფერადი გამოსახულება 7 სინათლის წლის ზომის სივრცეს იკავებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.