გიგანტური კალმარი ღამურაში

 ამ ციურ პეიზაჟზე ცეფევსის თანავარსკვლავედის (ცეფეიდები) ორი ძალიან სუსტი, თუმცა ძალიან დიდი ნისლეულია აღბეჭდილი. ესენია, ნისლეული კალმარი – Ou4 და ღამურას ნისლეულის სახელით ცნობილი ობიექტი – Sh2-129. ვიწროზოლიანი ფილტრებით, მთლიანობაში 17 საათის განმავლობაში გადაღებული ფოტოებით მიღებული გამოსახულება, ცაზე 4 გრადუსის ზომის სივრცეს მოიცავს, ანუ 8 სავსე მთავრის ზომისაა. 2011 წელს, ფრანგი ასტროფოტოგრაფის, ნიკოლა უეთერის მიერ აღმოჩენილ კალმარს ბიპოლარული (ორი საწინააღმდეგო მიმართულებით გამობერილი) ფორმა აქვს და ამ ფოტოზე მოცისფრო-მწვანე ფერით გამოირჩევა, რაც ორჯერადად იონიზირებული ჟანგბადის ატომების გამოსხივების ხარჯზე ხდება. კალმარი, ღამურას წყალბადის მოწითალო ნათებაშია ჩაფლული, რის გამოც იქამდე მანძილი და მისი ბუნება დაუდგენელი რჩებოდა. ბოლოს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ Ou4 მართლაც Sh2-129-ს შიგნით მდებარეობს, 2300 სინათლის წლის მანძილზე. Ou4 ნივთიერებათა ნაკადს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც ნისლეულის ცენტრთან ახლოს მდებარე ცხელი და მასიური სამმაგი ვარსკვლავური სისტემიდან (HR8119) ამოედინება. გიგანტური კალმარის სიგრძე 50 სინათლის წელია (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.