როგორ გამოიყურება მზის სისტემის ყველაზე დიდი მთვარე? იუპიტერის თანამგზავრი განიმედე, მერკურიზე და პლუტონზე დიდია, აქვს ახალი კრატერებით დაღარული ყინულოვანი ზედაპირი. ეს კრატერები გაცილებით ძველი, ბნელი, მეტად კრატერირებული, ღარებითა და ტალღებით გადავსებული ლანდშაფტების ზემოდანაა წარმოქმნილი. ღარების ფორმირების მიზეზი ისევ კვლევის საგნად რჩება, სავარაუდოდ, ყინულოვანი ფენების გადაადგილებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ითვლება, რომ განიმედეს აქვს ოკეანე, რომელშიც უფრო მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე და უცხო სიცოცხლის თავშესაფარი შეიძლება იყოს (ყველაზე წყლიანი ობიექტი მზის სისტემაში). მთვარის მსგავსად, ისიც ერთი მხრით არის მიქცეული თავისი ცენტრალური პლანეტისკენ, ანუ იუპიტერისკენ. ეს ფოტო ნასას კუთვნილმა ხომალდმა “ჯუნომ” გადაიღო, რომელმაც ამ უზარმაზარ მთვარეს 1000 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. ასე ახლოს მისვლამ “ჯუნოს” მიმოქცევის პერიოდი 53-დან, 43 დღემდე შეამცირა. აპარატი აგრძელებს მზის სისტემის პლანეტა-გიგანტის გრავიტაციის, უჩვეულო მაგნიტური ველისა და რთული ღრუბლიანი სტრუქტურების შესწავლას (კიდევ განიმედეს შესახებ).
განიმედე “ჯუნოდან”…
Posted by