ქალწულის თანავარსკვლავედის გალაქტიკურ ჯგუფში ათასობით გალაქტიკაა გაერთიანებული. ეს გროვა ყველაზე ახლოს მდებარეობს ადგილობრივი გალაქტიკების ჯგუფთან, რომელშიც ჩვენი გალაქტიკაც შედის.
გროვის ზუსტი ზომების დადგენა ძალიან ძნელია, რადგან დიდ სივრცეს იკავებს ცაზე. ეს გამოსახულება შედგენილია სხვადასხვა ტელესკოპებით გადაღებული ფოტოებით, ჩანს გროვის ცენტრალური ნაწილი, ზომით 5X3-ზე გრადუსებში. გამოსახულება ჩვენი გალაქტიკის ძლივს შესამჩნევი მტვრისა და გაზის ღრუბელშია ჩაფლული. სურათის ცენტრიდან ოდნავ ქვემოთ, მდებარეობს გროვის მთავარი გალაქტიკა – გიგანტური ელიფსური M87, რომლის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის პირველი ფოტო, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპით გადაიღეს. მის ზემოთ კი ცნობილი წყვილია, სახელად მარკარიანის თვალები, ეს გალაქტიკები ერთმანეთთან ახლოსაა და გრავიტაციული ურთიერთქმედებით ფორმას უცვლიან ერთმანეთს. გროვამდე საშუალო მანძილი 48 მილიონი სინათლის წელია. ამ მანძილის დადგენამ დიდი წვლილი შეიტანა ჰაბლის მუდმივასა და სამყაროში სხვადასხვა ობიექტებამდე მანძილების დადგენაში.