უცნაური გალაქტიკები

 ამ კოსმოსური პორტრეტის ფონზე, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები მოჩანს(ჯვრის ფორმის სხივებით), ხოლო ორი უცნაური ფორმის გალაქტიკა კი ირმის ნახტომიდან საკმაოდ შორს, 300 მილიონი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს.

 ასეთი გაწელილი ფორმები, გრავიტაციული მოქცევების შედეგად მიუღიათ. ეს ორი წყვილი კატალოგში Arp273-ის სახელით არის შესულია(ან UGC 1810). ისინი მართლაც უკიდურესად უცნაურად გამოიყურებიან, თუმცა ახლა უკვე ცნობილია, რომ გალაქტიკური შეჯახებები იშვიათი მოვლენა არაა. დიდი სპირალური ანდრომედას გალაქტიკა, ჩვენი გალაქტიკიდან 2,4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ნელ-ნელა გვიახლოვდება. სისტემა Arp273 ამ შორეული მომავლის შეჯახების მოდელად შეიძლება განვიხილოთ. ორი გალაქტიკის შეჯახება დროთა განმავლობაში მათ შეერთებას იწვევს და ერთი ახალი, ერთიანი ვარსკვლავური სისტემის ჩამოყალიბებით სრულდება. ჩვენი თვალსაწიერიდან ჩანს, რომ Arp273-ში კაშკაშა ნაწილებს შორის მანძილი 100 000 სინათლის წელია. ეს ფოტო გამოქვეყნდა კოსმოსური ობსერვატორია „ჰაბლის“ ორბიტაზე გაყვანის 21-ე წლისთავთან დაკავშირებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.