ბნელი მატერია მზიდან?

 12 წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემთა ანალიზი იქითკენ შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბნელი მატერიის ნაწილაკები აღმოჩენილია(Nature). ასტრონომებმა ცვლილებები აღმოაჩინეს რენტგენის გამოსხივების ნაკადებში, რომლებსაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპით იკვლევდნენ. ამ ცვლილებებს აქსიონები შეიძლება იწვევდნენ, ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებენ.

 ბნელ მატერიას ეს სახელი ფერის გამო კიარ შეარქვეს, არამედ იმიტომ, რომ მის შესახებ არაფერია ცნობილი. ვარაუდის მიხედვით, ეს ნივთიერება სამყაროს მატერიის 85% შეადგენს. ის ბნელია, რადგან ყველგან სამყაროში, თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ავლენს. მისი პირდაპირი აღმოჩენა ახლაც ვერ ხერხდება, თუმცა, მინიშნებები არსებობენ(ბნელი მატერია ვერ დაიმალება – ნადირობა დასასრულს უახლოვდება).

 კვლევის ხელმძღვანელი, ასტრონომი ჯორჯ ფრეიზერი ლესტერის უნივერსიტეტიდან(ბრიტანეთი), ამ ნაშრომის პუბლიკაციისთვის წარდეგნიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ნამუშევარი გამოსაქვეყნებლად მიღებულია, თუმცა ფრეიზერის ცოცხლად დარჩნილი კოლეგები შამპანურის გახსნას არ ჩქარობენ.

 ”ჩვენ უჩვეულო შედეგები მივიღეთ, რომელთა ახსნა ვერცერთი ტრადიცუიული მეთოდით ვერ ხერხდება, მხოლოდ აქსიონებით, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა” – ამბობს თანაავატორი ენდი რიდი.

 აქსიონების იდეა პირველად სხვა ანომალიის ასახსნელად იქნა შემოთავაზებული, თეორიით ძლიერი ურთიერთქმედების(ბირთვული) შესახებ. ეს უმუხტო და მსუბუქი ნაწილაკები მზის ბირთვში უნდა ჩნდებოდნენ, ჩვეულებრივი მატერიისთვის შეუმჩნეველნი, მზიური პლაზმის ათსეულობით კილომეტრს განჭოლავენ და კოსმოსში გარბიან. სამაგიეროდ, ურთიერთქმედებენ ისეთ ველებთან, რომლებითაც, მაგალითად, დედამიწაა გარსშემორტყმული და რენტგენის ფოტონებად იქცევიან. მეცნიერების თქმით, მათ სწორედ ეს ფოტონები დაინახეს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპმა – ” XMM- ნიუტონი”, გაიარა რა დედამიწის მაგნიტურ ველში მზით განათბულ მხარეს, გაცილებით ინტენსიური რენტგენის სიგნალი დააფიქსირა, ვიდრე ღამის მხარეს. რენტგენის სხივების ცნობილი წყაროების გამორიცხვის მერე, მენციერებს ეგონათ, რომ ფონური სიგნალი ისეთივე დარჩებოდა, როგორიც ადრე იყო.

 67 გვერდიან ნაშრომში ყველაფერია გაკეთებული, რათა მზიური ქარისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედებით გაჩენილი ეფექტების იყოს გამორიცხული, მხოლოდ ამის მერე ჩნდება თეორია აქსიონების შესახებ.

 ამ ანალიზის ყველაზე უჩვეულო ასპექტი ის არის, რომ ” XMM – ნიუტონი” რენტგენის ფოტონებს მაშინაც ხედავდა, როცა არ იყო მიბრუნებული პირდაპირ მზისკენ(ეგონათ, რომ ფოტონები იგივე მიმართულებით გააგრძელებდნენ მოძრაობას საიდანაც აქსიონები მოვიდნენ). თუმცა, როგორც ავტორები ამბობენ, აქსიონები გაბნევას და ტელესკოპში მოხვედრას მაინც აგრძელებდნენ. მსგავსი სიგნალის კვალი რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ”ჩანდრამაც” დაინახა, თუმცა ამის ფორმალურ დადასტურებას წლები დასჭირდება.

 აქსიონებით ინტერპრეტირებას ყველა არ ეთანხმება. ასტრონომი პიტერ ქოული სასექსის უნივერსიტეტიდან(ბრიტანეთი) ამ მტკიცებულებებს ”ირიბს” უწოდებს. მისი თქმით, ეფექტს ლოკალური პლაზმის შერეული ფიზიკა შეიძლება იწვევდეს, არა რაიმე უფრო ფუნდამენტური.

 იგორ გარსია ირასტორცა, რომელიც აქსიონებს ცერნის მზიური ტელესკოპით(CERN(CAST)) იკვლევს, ამ სიგნალს დამაინტრიგებელს უწოდებს. ოღონდ, აქსიონების ტიპი, რომელსაც ამ სიგნალის ახსნა შეუძლია, სხვა ასტროფიზიკურ დაკვირვებებთან კონფლიქტში შევა. ასევე, ამ ნაწილაკთა თვისებები განსხვავებული უნდა იყოს იმათგან, რომლებსაც ათელობით წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ.

 მაიკ უოთსონი, ასევე ლესტერის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ ფრეიზერი განსაკუთრებული მენციერი და თავისი საქმის ოსტატი იყო.

 ”საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციაა, შეიძლებოდა ჯორჯ ფრეიზერის ხსოვნისთვის მიგვეძღვნა. თუმცა, მეცნიერებაში ასე არ ხდება”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *