სერო-ტოლოლოს ობსერვატორიაში(ჩილე) ხუთწლიანმა ექსპერიმენტმა – DES (The Dark Energy Survey), სტარტი აიღო, რომლის მიზანი ბნელი ენერგიის ძებნაა.
ცის ერთ მერვედზე დაკვირვებით მეცნიერები სამყაროს გაფართოების დეტალურად შესწავლას გეგმავენ(Nature).
მონაცემთა შეგროვება ოთხმეტრიანი ტელესკოპიდან მოხდება(„ბლანკო“), რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნილი ციფრული კამერით არის აღჭურვილი. კამერის გარჩევადობის შესაძლებლობა 570 მეგაპიქსელია, ის ერთბაშად ცის 5 ათას კვადრატულ გრადუსს მოიცავს.
მეცნიერთა თქმით, ეს ინსტრუმენტები 300 მილიონი გალაქტიკისა და მათი გროვების ქცევას დააკვირდება ცის ნაწილში, რომელიც ხილული სავსე მთვარის ზომას რვაჯერ აჭარბებს. ასტრონომები Iа-ს ტიპის ზეახლებზე დაკვირვებას გეგმავენ, რომელთა საშუალებითაც სამყაროს გაფართოებისა და გრავიტაციული ლინზირების შესახებ რეკორდულად ზუსტი მონაცემები დაგროვდება. ეს ინფორმაცია ბნელი ენერგიის თვისებათა დადგენისთვისა საჭირო, ენერგიისა, რომელზეც სამყაროს შემადგენლის 70% მოდის.
ბნელი ენერგიის ცნება კოსმოსლოგიაში სამყაროს აჩქარებით გაფართოების ასახსნელად გაჩნდა. პირველად ის, კოსმოლოგიური მუდმივას სახით გამოჩნდა – განტოლების წევრი, რომელიც აინშტაინმა სამყაროს სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნის ასახსნელად შემოიღო. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სამყარო არც სტაბილურია და არც კოლაფსირებს(არ იკუმშება), არამედ მუდმივად ფართოვდება. შემდეგ, 1998 წელს, Iа-ს ტიპის ზეახლების სპექტრების შესწავლით ნაჩვენები იქნა, რომ ეს გაფართოება დროთა განმავლობაში ჩქარდება. სწორედ ამ ფენომენის ასახსნელად გაჩნდა ბნელი ენერგიის ცნება(ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან; ზეცივი კამერა ბნელი ენერგიის შესასწავლად)
ლოვჯოის კომეტა(C/2014 Q2).