როგორ გავხდეთ ასტრონავტი?

 ასტრონავტობა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი პროფესიაა, რაზეც ალბათ, ბავშვობაში ბევრს უოცნებია, ან ახლაც ოცნებობს. 50 წლის წინ ამაზე ოცნება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს უკვე წარმოუდგენელი არაფერია. სიტყვა ასტრონავტი მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს „კოსმოსის მეზღვაურს“. თუკი რომელიმე თქვენგანი ამ პროფესიაზე რეალურად ფიქრობს ან ამის დიდი სურვილი და ინტერესი აქვს, მაშინ აუცილებელია რაც შეიძლება მალე დაიწყოს ამისათვის მზადება და წინასწარ გაითვალისწინოს, რომ ეს, ადვილი საქმე სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციალური სკოლები ან უნივერსიტეტი ამ პროფესიისთვის, უბრალოდ ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში, ბიოლოგიურ მეცნიერებაში, ფიზიკაში ან მათემატიკაში  საკმარისია, დანარჩენზე უკვე ნასა იზრუნებს თუ დააკმაყოფილებთ შემდეგ  კრიტერიუმებს: დღევანდელი კრიტერიუმებით, რომ გახდეთ ასტრონავტი უნდა იყოთ 27-დან 37 წლამდე ასაკის. უფრო ადრე კი ასაკი 26-დან 46 წლამდე განისაზღვრებოდა. აუცილებელია კარგი მხედველობა შორს და ახლოს 20/20. თავიდან ფეხებამდე აბსოლუტურად ჯანმრთლი, არტერიული წნევა არ უნდა აღემატებოდეს 140/90. ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პიროვნება, რადგან ერთი თვის განმავლობაში პატარა ოთახში იქნებით გამოკეტილი, უნდა გქონდეთ გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი, კარგი მოცურავე. ინგლისურის ცოდნა აუცილებელია, თუ რუსულიც გეცოდინებათ უკეთესია. მათემატიკისა და მეცნიერების კარგი მცოდნე, ექიმობაც უნდა გეხერხებოდეთ, კარგი პილოტი და ასევე  1000 საათი ფრენის გამოცდილება. ასტრონავტების გადამზადებას დიდი დრო სჭირდება, ამისათვის მომავალი ასტრონავტი გამძლეობით და ამტანობით უნდა გამოირჩეოდეს, რადგან მას მომზადების პროცესში საკმაოდ რთული პროცედურების გავლა უწევს. ასტრონავტების შერჩევა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მიმდინარეობს, განიხილება 4 000 კანდიდატი, ხოლო აქედან 20 საუკეთესოს არჩევენ. არჩევის შემდეგ კანდიდატი იწყებს სწავლას ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში (ჰიუსტონი ტეხასი). სწავლობენ კოსმოსური ხომალდის სისტემებს, როგორ კოსმოსური ფორმის ტარებას, როგორ იკვებონ, როგორ მიიღონ აბაზანა და როგორ დაიძინონ უწონადობაში. ისინი მეცნიერების სხვადასხვა დარგებს სწავლობენ: ქიმია, ფიზიკა, ანატომია, ასტრონომია, ბოტანიკა, მათემატიკა, მეტეოროლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, რათა შემდგომ კოსმოსიდან შეძლონ დედამიწაზე არსებული მოვლენების სწორი, დეტალური შესწავლა და ანალიზი. ასევე ასტრონავტები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან: მეთაური ანუ ხომალდის კაპიტანი, რომელიც იღებს ყველა კრიტიკულ გადაწყვეყილებას. პილოტი, ასე ვთქვათ სარეზერვო მეთაური. მეთაურები ერთხელ ან ორჯერ გადიან კოსმოსში, ხოლო პილოტები მანამ, სანამ არ გახდებიან მეთაურები. მისიის სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან ხომალდზე არსებულ სამუშაოებზე.
 ამ დიდი ჩამონათვალის შემდეგ ადვილია თუ არა, ან გსურთ თუ არა გახდეთ ასტრონავტი, თვითონ გადაწყვიტეთ(კიდევ ასტრონავტების შესახებ; რატომ იური გაგარინი?).

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

6 comments

  1. მალადეც

    ( ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პიროვნება, უნდა გქონდეთ გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი, კარგი მოცურავე. ინგლისურის ცოდნა აუცილებელია, თუ რუსულიც გეცოდინებათ უკეთესია. მათემატიკისა და მეცნიერების კარგი მცოდნე, ექიმობაც უნდა გეხერხებოდეთ, კარგი პილოტი და ასევე 1000 საათი ფრენის გამოცდილება. ) ( ქიმია, ფიზიკა, ანატომია, ასტრონომია, ბოტანიკა, მათემატიკა, მეტეოროლოგია, კომპიუტერული მეცნიერება )

    ბოლო არ მინდა დანარჩენი ვიცოდე

  2. არანაირი, რუსები კოსმონავტს უწოდებენ, დასავლეთი ასტრონავტს, ჩინელები ტაიკონავტს და ა.შ.

  3. რამდენ ხანში ეუფლება ასტრონავტის პროფესიას ანუ რამდენი ხანი უწევს კოსმოსურ ცენტრში სწავლა?

  4. ვარ თხუთმეტი წლის და ვსწავლობ საჯარო სკოლაში.ჩემი ოცნება და მიზანია გავხდე ასტრონავტი.მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო და როგორ დავიწყო ამისთვის მომზადება,ანუ რა კუთხით წავიდე,რაზე გავამახვილო ყურადღება და რაში ვიმეცადინო მეტი?

  5. ასტრონავტისთვის ნებისმიერი პროფესიის კარგად ცოდნაა გამოსადეგი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სხვადახვა პროფესიის ადამიანია ნამყოფი. ძალიან კარგად უნდა ისწავლოთ ამორჩეული ტექნოკური დარგის პოროფესია, იყოთ ფიზიკურად ძლიერი და რაც მთავარია, სწავლა გააგრძელოთ უცხოეთში, უმჯობესია, რომელიმე ”კოსმოსურ” ქვეყანაში, ევროპა, ა.შ.შ. მოქალაქეობის მიღებაც არ იქნებოდა ზედემტი 🙂 თავზეხელაღებულებს იქ არავინ გაუშვებს, ყველა ასტრონავს ყავს ოჯახი, სამუშაო, მიზანი და ა.შ. ვისაც დსაკარგავი არაფრი აქვს, ამ საქმეში ვერ ივარგებს…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.