ახალი მეგა რადიოტელესკოპი

  მიუხედავად იმისა, რომ რადიოტელესკოპის – MeerKAT, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა(2017), მისი საშუალებით ასეულობით ახალი გალაქტიკა იქნა აღმოჩენილი. წარმოდგენილი ფოტო ცის სფეროს 0,01% მოიცავს, მასზე 1300-ზე მეტი გალაქტიკაა აღბეჭდილი და ამათგან ასტრონომებმა, მხოლოდ 70-ის არსებობის შესახებ იცოდნენ.

merkat foto 1

 2024 წლისთვის რადიოტელესკოპი MeerKAT, 64 ”თეფშისგან” იქნება შემდგარი, თითოეული დიამეტრით – 13,5 მეტრი. დღეს, მხოლოდ 16 ფუნქციონირებს, კიდევ 16 დაემატება, ხოლო 2017 წლის ბოლოსთვის MeerKAT-ი სრული სიმძლავრით ამუშავდება. ასტრონომები იმის დანახვასაც შეძლებენ, რაც აქამდე უხილავი რჩებოდა.

merkaat fofo 2

 MeerKAT, რადიოინტერფერომეტრის – SKA(Square Kilometre Array -კვადრატულ კილომეტრიანი მასივი), ნაწილია, რომელსაც ნებისმიერ სხვა რადიოტელესკოპზე 50-ჯერ მეტი მგრძნობელობა ექნება. ამ პროექტზე 20 ქვეყანა მუშაობს, დაგეგმილ სიმძლავრეზე კი 2024 წელს გავა. ცენტრალური ბირთვიდან SKA-ს მიმღები ანტენები 3000 კილომეტრით იქნება დაშორებული. მშენებლობა მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. პროექტის შტაბ-ბინა კი დიდ ბრიტანეთშია განთავსებული(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ; გიგანტური რადიოტელესკოპი; ტელესკოპთა კომპლექსი ALMA; არესიბო – ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *