ახალი კომეტა C/2017 K2 (PANSTARRS) კომეტა C/2017 K2 (PANSTARRS)(ილუსტრაცია).

ახალი კომეტა C/2017 K2 (PANSTARRS)

 ასე შორს მდებარე კომეტა პირველად იქნა შესწავლილი. მისი ორბიტის ყველაზე უფრო შორეული წერტილი დედამიწიდან 7200 ასტრონომიულ ერთეულზე(1,37 სინათლის თვე) მდებარეობს. ახლა მზესა და  კომეტას შორის მანძილი 3,6 მილიარდი კილომეტრია. 2017 წლის მაისში, ტელესკოპის – Pan-STARRS-1, მიერ აღმოჩენილი კომეტა, ”ჰაბლმა” გადაიღო და დაადასტურა. C/2017 K2 (PANSTARRS)-ის ორბიტა მზის სისტემის მიმართ 80 გრადუსით არის გადახრილი, ხოლო მისი გაზისა და მტვრის კუდი დაახლოებით 130 000 კილომეტრს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ნეპტუნისა და ურანის ორბიტებს შორის გადაადგილდება(ანუ შორსაა მზიდან).

PanSTARRS(ჰავაი).

 ”ჰაბლით” ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ კუდს უცანური ქიმიური შემადგენელი გააჩნია. სხვა კომეტებისგან განსხვავებით, მას არა წყლის ორთქლის, არამედ ჟანგბადის, აზოტის, ნახშირორჟანგისა და ნახშირჟანგისგან შემდგარი კომა მაქვს. ყველა ეს ელემენტი, ოორტის ღრუბელში გაყინულ მდგომარეობას ინარჩუნებს, ხოლო მზის სისტემის შედარებით თბილ რეგიონებში მოხვედრისას ისევ აირად მდგომარეობაში გადადის.

”ჰაბლი”(NASA).

 2022 წლის დეკემბერს, C/2017 K2 (PANSTARRS) მარსის ორბიტამდე მოვა და უკუმიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. კომეტების კვლევა მზის სისტემის ”სუფთა” პირველადი მატერიის შესწავლის საშუალებას იძლევა, რომელიც მათ კუდში დაიმზირება.

 C/2017 K2 (PANSTARRS)-ის ბირთვის დიამეტრი დახლოებით 19 კილომეტრია, ხოლო მისი კომის ზომა დედამიწის დიამეტრს 10-ჯერ აჭარბებს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანიჰოლმსის კომეტის გიგანტური კომაკომეტები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *