ახალი კომეტა C/2017 K2 (PANSTARRS)

კომეტა C/2017 K2 (PanSTARRS) ამ გამოსახულებაზე, ღია ვარსკვლავურ გროვასთან IC 4665 და კაშკაშა ვარსკვლავ გველისმჭერის β-სთან ერთად ჩანს. სურათი გადაღებულია ტელესკოპით, 2022 წლის 20 ივნისს. კომეტა C/2017 K2 (PanSTARRS), რომელიც შორეული ოორტის ღრუბლიდან თავის პირველ მოგზაურობას ახორციელებს მზის სისტემის შიდა ნაილში, 2017 წლის მაისში აღმოაჩინეს. იმ დროს, ეს იყო აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე შორი და აქტიური კომეტა. აღმოჩენის მომენტში მასა და მზეს შორის მანძილი დაახლოებით 2,4 მილიარდი კილომეტრი იყო, რაც ურანისა და სატურნის ორბიტულ დისტანციებს შეესაბამება. “ჰაბლით” განხორციელებული დაკვირვებებით დადგინდა, რომ კომეტას აქვს დიდი ბირთვი, რომლის დიამეტრი 18 კილომეტრამდეა. ახლა, კომეტა C/2017 K2  პატარა ტელესკოპებშიც ჩანს, დედამიწასთან უახლოეს წერტილს (პერიგეა) კი 14 ივლისს გაივლის, ხოლო მზესთან უახლოესს (პერიჰელიუმი), დეკემბერში. გაფართოებული კომა და განვითარებადი კუდი ამ ფოტოზე მაშინ გამოისახა, როცა კომეტამდე მანძილი დაახლოებით 290 მილიონი კილომეტრ იყო, ანუ 16 სინათლის წუთი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.