მერკური “ბეპიკოლომბოდან”

ეს მთვარეა? არა, ეს პლანეტა მერკურია. მთვარის მსგავსად, მისი ხნიერი ზედაპირიც უამრავი კრატერით არის დაფარული. მერკური ცოტა დიდია მთვარეზე, მაგრამ გაცილებით მკვრივი და მასიური, ვიდრე მზის სისტემის პლანეტების ნებისმიერი თანამგზავრი, რადგან მისი წიაღი, ძირითადად, რკინისგან შედგება. სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე მკვრივი კი დედამიწაა. სანამ სამ ბრუნს გააკეთებს ღერძის გარშემო, ორჯერ შემოურბენს მზეს, მისი ორბიტა კი წაგრძელებული ელიფსის ფორმისაა. მერკურიზე მოხვედრილი ადამიანი დაინახვდა ამომავალ მზეს, რომელიც ცაზე ჩერდება, ჰორიზონტის გასწვრის მოძრაობს, ისევ ჩერდება და მალევე ჩადის საპირისპირო მხარეს. მერკური ძალიან ახლოს არის მზესთან, ამიტომ დედამიწიდან მისი დანახვა მცირე დროით არის შესაძლებელი, დაისის მერე, ან აისის წინ (მზიდან მაქსიმალურ ხილულ დაშორებას ელონგაციას უწოდებენ, არსებობს აღმოსავლეთის და დასავლეთის). მერკურის ახლოს ფრენით, აპარატი ენერგიას ჰკარგავს, რათა მზის სისტემის ყველაზე შიდა პლანეტის ორბიტაზე 2025 წლისთვის გავიდეს (“ბეპიკოლომბო”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.