ახალგაზრდა ვარსკვლავთან პლანეტები იბადებიან

 ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავის – H Tauri, გამოსახულება მიიღეს, რომლის გარშემოც პლანეტები ფორმირდებიან(ESO).

 ახალგაზრდა ვარსკვლავი HL Tauri, კუროს თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 450 სინათლის წლის მანძილზე. მილიონი წლის ვარსკვლავი მტვრის რგოლებით არის შემოსაზღვრული. ეს პროტოპლანეტარული დისკო სიცარიელეებით გამოყოფილი რგოლებისგან შედგება. მეცნიერთა აზრით, სიცარიელეები ფორმირების პროცესში მყოფმა პლანეტებმა წარმოქმნეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ასეთი პროცესები არ მიმდინარეობდნენ.

 HL Tauri-ს ტიპის მნათობები მტვრის ღრუბლბში ფორმირდებიან, მასში წარმოქმნილი სქელი გაზურ-მტვროვანი სფეროების(პლანეტოშენადედი) გრავიტაციული შეკუმშვით(ვარსკვლავი; ვრცლად). ამ პროცესების მსვლელობისას პროტოპლანეტარული დისკო ყალიბდება, რომელშიც გარკვეული დროის მერე, მრავალჯერადი შეჯახებებით, მატერიის ნაწილაკები გროვებად ერთიანდებიან, ამ გროვებიდან კი ასტეროიდები და პლანეტები ფორმირდებიან(აკრეციული დისკო). ამათგან ყველაზე უფრო დიდი ობიექტები, მოძრაობენ რა მნათობის გარშემო, მის პროტოპლანეტარულ დისკოსში სიცარიელეებს აჩენენ, რაც იქ, პლანეტარული ჩანასახების არსებობაზე მეტყველებს.


ALMA(ESO – ევროპის სამხრეთული ობსერვატორია).

 დისკოს გამოსახულების მიღება, ჩილეს ტერიტორიაზე არსებული ობსერვატორიის – ALMA(ატაკამას დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივი)-ს საშაულებით მოხერხდა. ALMA, 60 რადიოტელესკოპისგან შემდგარ ინტერფერომეტრს წარმოადგენს(როგორ მუშაობს ტელესკოპი), რომელიც ატაკამას უდაბნოში(დიდი ტელესკოპების ერა) ზღვის დონიდან 5000 მეტრის სიმაღლეზეა აგებული(ეკზოპლანეტები).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *