პროექტ BOSS (ბარიონული ოსცილაციების სპექტროსკოპული დამზერა)-ში მონაწილე მეცნიერებმა ახლო სამყაროს რეკორდულად ზუსტი სამგანზომილებიანი რუკა შექმნეს. მასში მანძილის დადგენის ცდომილება ერთ პროცენტს არ აჭარბებს (Berkeley Lab).
სამგანზომილებიანი რუკა 1 277 503 გალაქტიკასა და 160 ათასი კვაზარის სპექტრებზე დაკვირვებით გაკეთდა, აპაჩი-პოინტის ობსერვატორიიდან ნიუ-მექსიკოში. ჯერჯერობით, ამ ობიექტთა 90 პროცენტია შესწავლილი, რომლებიც ცის 8,5 ათასი კვადრატული გრადუსის (ცის 7%) ფართობზე მდებარეობს, დედამიწიდან 6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე.
სხვადასხვა ობიექტებამდე მანძილის დადგენის ეს მეთოდი, ბარიონული ოსცილაციების მოვლენას ეყრდნობა. ფაქტიურად, ეს ოსცილაციები აკუსტიკური ტალღების კვლებია, რომლებიც ადრეულ სამყაროში იმ მომენტამდე ვრცელდებოდა, სანამ კოსმოსი გამჭვირვალე გახდებოდა და ურთიერთქმედებდნენ რა ფოტონებთან, სივრცეში მათ გავრცელებას ეწინააღმდეგებოდნენ (მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). აკუსტიკური ტალღები, რომლებიც სივრცეში ტემპერატურის კრიტიკულ დონემდე დაწევის მერე დარჩა, არაერთგვაროვნებებს მისცა დასაბამი, რომლებიც გალაქტიკურ გროვებად ევოლუციონირდა. იმის გამო, რომ ოსცილაციების რადიუსი სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში ერთნაირია (ნახევარი მილიარდი სინათლის წელი), მეცნიერებმა ეს მოვლენა ობიექტებამდე ზუსტი მანძლების დასადგენად გამოიყენეს.
სამყაროს რუკის შედგენა ბნელი ენერგიის ბუნების გაგებაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. მისი საშუალებით, სივრცის სიმრუდის ხარისხისა და არაერთგვაროვნებების შეფასებაა შესაძლებელი.