პირველი ჩინური მთვარემავალი ”იუითუ”(ნეფრიტის კურდღელი) 14 დეკემბერს მთვარეზე დაეშვა, თუმცა დაგეგმილი ადგილიდან 400 კილომეტრით შორს. როგორც ასტრობლოგერი zelenyikot-ი იუწყება, შეცდომა ამერიკული ფორულმის Unmannedspaceflight.com მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, ვიდეოს მიხედვით, რომელიც დასშვები აპარატის დაჯდომისას გადაიღეს.
კოსმოსური აპარატი ”ჩანე-3” ბორტზე ”იუითუ”-თი კოსმოდრომ ”სიჩან-1”-დან 1 დეკემბერს გაუშვეს. მთვარის პროგრამის მიხედვით 2020 წელს დედამიწაზე მთვარის გრუნტი უნდა იქნეს ჩამოტანილი. ამ პროგრამის ჩარჩოებში 2007 წელს ”ჩანე-1”-მა მთვარის რუკა შეადგინა, ხოლო 2010 წელს ”ჩანე-2”-მა შემდეგი აპარატის დასაჯდომი ადგილი შეარჩია.
ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა სსრკ-სა(1) და ა.შ.შ-ს მერე, რომელმაც მთავრის ზედაპირზე კოსმოსური აპარატის წარმატებული დახჯდომა განახორციელა. ”ჩანე-3”-ის დაშვება ყველაზე წარმატებულად ითვლება 1976 წლის მერე(; აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე; ჩინეთის სწრაფვა კოსმოსისკენ – ”ტიანგუნის” პირველი ეკიპაჟი; გამოშვებულია ჩინეთში; მთვარემავალი ჩინურად).