ასტეროიდ ბენუს ლოდები

 ინტერპლანეტური თანამგზავრი OSIRIS-REx (“ოსაირიქს რექს”), დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდის, ბენუს (101955) კვლევას აგრძელებს – მისი მიზანია ზედაპირზე დაშვება და სინჯების აღება დედამიწაზე გამოსაგზავნად. მაქსიმალური მიახლოება 2020 წელს უნდა მოხდეს, ამიტომ ნასა და ენთუზიასტები (Space.com.) მისი დეტალური რუკის შედგენით არიან დაკავებულნი. ყოველი ქვისა და ლოდის ადგილმდებრეობის ცოდნა, სპეციალისტებს საშულებას მისცემს ზუსტად შეარჩიონ დაშვების ადგილი. ისინი ცდილობენ დაადგინონ, მართლაც შეეძლო თუ არა ასტეროიდებს ამინომჟავების (ამინომჟავების კოსმოსური ”ფაბრიკა”) კომპონენტებისა და წყლის მოტანა ახლადფორმირებულ დედამიწაზე (ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა).

 კოსმოსური აპარატი აღჭურვილია კამერებით MapCam და PolyCam, რომლებითაც ასტეროიდის ზედაპირის უამრავი ფოტო იქნა გადაღებული. მათზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ლოდები ჩანს, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია “ლოდი N1”, ზომით 52 მეტრი. 4,8 კილომეტრის მანძილიდან გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს მისი უზარმაზარი ჩრდილი (1 სურათი).

 უკიდურესად ცოტაა რეგოლითი (ფქვილივით დაქუცმაცებული ქანები), ზედაპირი სულ სხვადასხვა ფორმის ქვებით არის დაფარული. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანზე ბზარები და სხვა დაზიანებები დაიმზირება, რაც ფენების შლას, მზის გამოსხივების ზემოქმედებასა და სხვა ობიექტებთან შეჯახებებს უნდა უკავშრდებოდეს.

 ლოდების გარდა, ბენუს ზედაპირზე არის კრატერებიც, მათ შორის ყველაზე დიდი სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს – ფოტო გადაღებულია 14 მარტს, როცა აპარატსა და ბენუს შორის მანძლი 3,8 კილომეტრს უტოლდებოდა (ახლა მიმდინარე მსგავსი მისია – “ჰაიაბუსა 2”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.