ასტეროიდი ბენუ

 NASA-მ შემეცნებითი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც დედამიწასათნ ახლოს მოძრავი ასტეროიდის – ბენუ(Bennu), შესახებ მოგვითხრობს. მისი შემსწავლელი მისია უფრო მსხვილმასშატბიანი პროგრამის ნაწილია, რომლითაც ასტეროიდების გამოჭერა უნდა მოხდეს, მთვარის ორბიტზე მათი გადაყვანით.

 რითია საენტერესო ეს 560 მეტრიანი კოსმოსური ქვა? NASA-ს იგივე მიზნები ამოძრავებს, როგორიც ევროპის კოსმოსურ სააგენტოს, რომელმაც ახლახანს კვლევითი ზონდი ”ფილი”, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე დასვა. ასტეროიდის პირდაპირი შესწავლა მზის სისტემის წარსულში ჩაგვახედებს.

 ბენუმ მზის სისტემის ევოლუცია თავის თავზეც გადაიტანა, ამბობს ასტროფიზიკოსი ედუარდ ბეშორი არიზონას უნივერსიტეტიდან.

 ბეშორი, ასტეროიდებზე მონადირე კვლევითი ჯგუფის – NASA Origins-ის ხელმძღვანელის მოადგილეა. მისიის სრული სახელის აბრევიატურა ასე გამოიყურება – OSIRIS-REx. მისი მიზანია, ასეთივე სახელის მქონე კოსმოსური აპარატის ასტეროიდისკენ გაგზავნა, ნიმუშების აღება და დედამიწაზე გამოგზავნა.

 ზონდი OSIRIS-REx-ის სტარტი 2016 წლისთვის არის დაგეგმილი, როცა ბენუ საკმაოდ ახლოს მოვა დედამწიასთან. 2016 წელს აპარატი მონაცემებისა და გრუნტის ნიმუშების აღებას შეუდგება, რომელთა დედამიწაზე დაბრუნება 2023 წლამდე უნდა მოხდეს.

 ამ მისიით მიღებული მონაცემები, მკვლევარებს რობოტის მიერ გამოჭერილი ასტეროიდის ზედაპირზე ასტრონავტების გადასასხმელად მომზადებაში დაეხმარება(ასტრონავტები ასტეროიდზე გადასხდებიან). ეს ყველაფერი 2019 წლის მერე უნდა განხორციელდეს.

 ასტეროიდები პოტენციურად საშიშ ობიექტებად ითვლება. მეცნიერები გვაფრთხილებენ: 2880 წლის 16 მარტს, დედამიწას, ასტეროიდთან1950 DA, საბედისწერო შეხვედრა ელოდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.