არაგაფართოებადი სამყაროს მოდელი

 წარმოდგენილია კოსმოსლოგიური მოდელი, რომელიც წითელ წანაცვლებას არა სამყაროს გაფართოებით ხსნის, არამედ ნაწილაკთა მასების მატებით(Nature News).  სამყარო აფეთქებაში დაიბადა და აჩქარებით ფართოვდება – უკვე ასწლეუილია რაც ასე თვლიან მეცნიერები. ზოგიერთ კოსმოლოგს ასეთი მოდელი არ მოსწს, ამიტომ დამზერადი სურათის განსხვავებულ ინტერპრეტირებას ახდენს, მაგალითად, ვარიანტის წარმოდგენით, რომელშიც სამყარო კიარ ფართოვდება, არამედ განუხრელად იმატებს წონაში. ასეთი ინტერპრეტაცია ფიზიკოსებს ზოგიერთი სირთულეების, კერძოდ კი კოსმოლოგიური სინგულარობის არსებობის პრობლემის დაძლევაში ეხმარებათ(უცნაური სინგულარობა).
ქრისტოფერ ვეთერიშის(ფიზიკოს-თეორეტიკოსი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია) სტატია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რეცენზირებული, ArXiv-ის(1) პრეპრინტების სერვერზე გამოქვეყნდა. ჟურნალ Nature-ს(2) ექსპერტთა თქმით მასში რაიმე აშკარა შეუსაბამობები აღმოჩენილი არაა, ნამუშევარი ყურადღებას იმსახურებს(ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით მაინც).
ვარაუდი იმის შესახებ, რომ სამყარო ფართოვდება, წითელი წანაცვლების ეფექტის დამზერის გამო გამოითქვა(დოპლერის ეფექტი). ასტროფიზიკოსები ამ ეფექტს შორეული გალქტიკების გამოსიხვების სიხშირის ცვლილებით, მათი ერთმანეთისგან და დედამიწელი დამკვირვებლის მიმართ საწინააღმდეგო მომართულებებით მოძრაობით ხსნიან. თუმცა ვეთერიში იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ნაწილაკების გამოსხივების სპექტრი მათ მასებზეა დამოკიდებული. თუ ატომი რაიმენაირად ”მოიმატებს”, თავისი მასის გაზრდით, მაშინ უფრო მაღალი ენერგიების ფოტონებს(ატომი) გამოასხივებს, რითაც გამოსიხვება ცისფერისკენ(უფრო მაღალი სიხშირისკენ) წაინაცვლებს, ხოლო თუ პირიქით მოხდა, მაშინ წითლისკენ(სამყაროს ბნელი ენერგია მართავს).
 სინათლეს ზღვრული სიჩქარე(სინათლის სიჩქარით) გააჩნია და შორეული გალაქტიკების დამზერისას ჩვენ წარსულს ვხედავთ: ფოტონები გამოსხივების მომენტიდან ჩვენამდე მილიონობოთ წლების მერე აღწევენ. თუ წარსულში ნაწილაკთა მასები მცირე იყო, მათი გამოსხივება უფრო წითელი იქნება, რაც წითელ წანაცვლებას დოპლერის ეფექტის გარეშეც ახსნის.
 მათემატიკური გამოთვლები, დაფუძნებული ამ კონცეფციაზე, გაფართოებადი სამყაროსგან კარდინალურად განსხვავებულ სურათს იძლევიან: ვეთერიშის მიხედვით სამყარო, ინფლაციის პერიოდის შედარებით მცირე მონაკვეთში ფართოვდებოდა, ხოლო დიდი აფეთქების მომენტში არანაირი სინგულარობაც არ ყოფილა. მოდელი, ”უსასრულო სიმკვრივის” ნაცვლად დროში უსასრულოდ გაწელილი ”აფეთქების” კონცეფციას გვთავაზობს. ამჟამად სამყარო შეიძლება სტატიური იყოს ან შეიძლება იკუმშებოდეს კიდეც.citeli canacvlebis ruka
 სამწუხაროდ, ვეთერიშის ჰიპოთეზის შემოწმება შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ მასა რაიმეს მიმართ, რაიმე ეტალონის მიმართ შეიძლება გაიზომოს. თუ სამყაროს ყველა ელემენტარული ნაწილაკის მასა პროპორციულად იზრდება, ამ ცვლილების პრაქტიკაზე დაფიქსირება შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს ალტერნატიული კონცეფცია, ერთი შეხედვით, შეუსაბამობაში არ მოდის დაკვირვებებით მიღებულ მონაცმებთან და კიდევ ერთხელ აფრთხილებს მეცნიერებს, რომ გაფართოებადი სამყაროს ყველზე უფრო კომფორტული(საზოგადოდ მიღებული) მოდელი აუცილებელი არაა, რომ ერთადერთი და ჭეშმარიტი იყოს(ყოვლისშემძლე ინფლაცია; ჰაბლის კანონი; მაინც რა ასაკისაა სამყარო?; როგორ ადგენენ წითელ წანაცვლებას?; კიდევ ბნელი ენერგიის შესახებ; რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?; მულტისამყარო – მისი არსებობის მიზეზები).

9 comments

  1. მოგესალმებით, ამ სტატიაში მოყვანილის დასამტკიცებლად ან უარყოფის მთელი პრობლემა ეტალონში მგდომარეობს როგორც გავიგე, რის გამოც ვერ ვსაზღვრავთ სამყაროს მასა პროპორციულად იზრდება თუ მცირდება. თუმცა აქვე ნათვქმია გამოსხივებაზე, რომელიც მასის და მიხედვით იცვლება მაღალ ენერგიული ან დაბალისკენ. რატომ არ შეიძლება ამის ეტალონად გამოყენება?

  2. adre maxsovs wavikitxe eseti varianti rom es samyaro aris kompiuterulad sheqmnili momavlidan im adamianebis mier romlebmac dzalian did ganvitarebas miagwies
    saintereso mosazrebaa memgoni. ramdenad sheidzleba rom es simartle iyos ras ityvit?

  3. iqneb saertod ar arsebobs amxela mandzilebi sxva planetebtan da varskvlavebtan da sul sxva rameshia saqme,
    magram rashia saqme egaa sakitxavi )))

  4. da kidev barem esec mainteresebs voiajerma ra qna bolo bolo gavida mzis sistemidan tu vera tu icit

  5. ეტალონი უცვლელი უნდა იყოს… ეს ჰიპოთეზა მეცნიერების კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ არ მოხვედრილა, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

  6. da kaxaber samyaro rom sheidzleba kompiuteruli modeli iyos amaze ra azris xart?

  7. ღმერთის შექმნილი, ჰოლოგრამა, მატრიცა, ილუზია, რას აღარ აბრალებენ:) მე არანაირი მეცნიერული ხარისხი არ გამააჩნია, ამიტომ ჩემი აზრი ამასთან დაკავშიორებით მაინცდამაინც საინტერესო ვერ იქნება… პირადი არამეცნიერული აზრით, სამყარო სრულიად მატერიალურია, ყოველგვარი ზღაპრების გარეშე…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.