ადამიანის სხეული მთლიანად ახლდება

 მეცნიერთა აზრით, სხეული თავის თავს უჯრედების ახალი ნაკრებით ყოველ 7-10 წელიწადში მთლიანად ცვლის, ხოლო ჩვენი სხეულის სხვა უმთავრესი ნაწილები კიდევ უფრო სწრაფად ახლდება.

 სხეული სხვადახვა მეთოდით ახლდება, უჯრედების მუშაობა მის გარკვეულ მონაკვეთებზე, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ევალებათ მათ. სისხლის წითლი უჯრედები, მაგალითად, ოთხი თვე ცოცხლობენ, რადგან სისხლძარღვთა რთული სისტემის გავლა ევალებათ, მთელი სხეულის ქსოვილების ჟანგბადით მოსამარაგებლად.

 რამდენი ხანი ცოცხლობენ სხვები:

 კანი – ეპიდერმისი სწრაფ ცვეთას განიცდის, რადგან ორგანიზმის გარე დამცავი ჯავშნის როლში გამოდის. კანის უჯრედები ყოველ ორ-ოთხ კვირაში ახლდება.

 თმები – სხეულის ბუნებრივი თმოვანი საფარის სამსახური ქალების შემთხვევაში 6 წელი გრძელდება, ხოლო კაცების შემთხვევში 3 წელი.

 ღვიძლი: დამაბინძურებელ ნივთიერებებს გამოდევნის ორგანიზმიდან. სისხლით მუდმივი მომარაგებით უზრუნველგვყოფს. დამაბინძურებელი და მომწამლავი ნივთიერებების მიმართ მედეგია, თავის უჯრედებს ყოველ 150-500 დღეში ანახლებს.

 კუჭი და ნაწლავები: უჯრედები, რომლებიც კუჭისა და ნაწლავების გარსს ფარავს, ხანმოკლე და რთული სიცოცხლით ცხოვრობენ. კუჭის მიერ გამოყოფილი მჟავების მხრიდან მუდმივი ზემოქმედების გამო, ისინი, როგორც წესი, სულ რაღაც 5 დღე ცოცხლობენ.

 ძვლები: ძვლოვანი სისტემის უჯრედები მუდმივ განახლებას განიცდიან, თუმვა მთელი ეს პროცესი 10 წლამდე გრძელდება. განახლების პროცესი დაბერებასთან ერთად მუხრუჭდება, ამიტომ ჩვენი ძვლების სისქე მცირდება.

 განუწყვეტელი რეგენერაციის მიუხედავად, ადამიანებმა, რომლებსაც სურთ მუდმივად იცოცხლონ, გაახალგაზრდავების წყაროების ძებნა არ უნდა შეწყვიტონ. ბიოლოგების ვარაუდით, დაბერება დნმ-ს მუტაციის გამო ხდება, რაც დროთა განმავლობაში, ახალ უჯრდებზე გადასვლით კიდევ უფრო უარესდება(დნმ; დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი; დნმ-მ ატმოსფეროში ექსტრემალურ ფრენას გაუძლო; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

 არსებობს უჯრედები, რომლებიც არასოდეს გვტოვებენ და სხეულის დაშლისა და დაბერების პროცესს ხელს უწყობენ. თვალის რქოვანა ერთ დღეში შეიძლება აღდგეს, აი ლინზა და თვალის სხვა რეგიონები არ იცვლება. იგივე სიტუაციაა თავის ტვინის ქერქში არსებულ ნეირონებთან დაკავშირებით – ტვინის გარე ფენის უჯრედები, რომლებიც მეხსიერებაზე, ფიქრზე, მეტყველებაზე, ყურადღებასა და აზროვნებაზე არის პასუხისმგებელი, დაბადებიდან სიკვდილამდე ჩვენთან რჩება. იმის გამო, რომ ისინი აღდგენას არ ექვემდებარებიან, ამ უჯრედების დაკარგვა სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სამაგიეროდ, ყნოსვასა და სწავლაზე პასუხისმგებელ ნაწილებს აღდგენაც შეუძლია(სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.