წითელი გალაქტიკები

მკვლევართა ჯგუფმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან და იაპონელი ასტრონომების ნაციონალური საზოგადოებიდან(NAOJ) გალაქტიკურ კლასტერებში წითელი გალაქტიკების ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს, ეს გროვები დედამიწას 4 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულნი. აღმოჩენის გაკეთებაში მათ ტელესკოპ სუბარუთი ჩატარებული ცის პანორამული კვლევა დაეხმარათ.

 

”თვითმკვლელი” კომეტა

 მზის კოსმოსურმა ობსერვატორია SOHO-მ კომეტის ”თვითმკვლელობა” გადაიღო. მზის მახლობელს ეძახიან კომეტებს, რომლებიც ჩვენს მნათობთან ახლოს მოძრაობენ – ზოგიერთი მათგანი მას რამდენიმე ათასეული კილომეტრითც კი უახლოვდება.

 

საშობაო კომეტა

ახლახანს აღმოჩენილი კომეტა ლოვჯოი ჩილეში, ESO-ს პარანალის ობსერვატორიიდან გადაიღეს. კომეტა ირმის ნახტომის ფონზეა აღბეჭდილი. ფოტოები ასტრონომმა გებრიელ ბრამერმა 22 დეკემბერს გადაიღო.