ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტი, რომელსაც, როგორც ჩანს, ცვლილებებით სავსე ბიოგრაფია აქვს: ის, რომ მისი ტემპერატურა ახლა ცელსიუსით 100-150 გრადუსს უტოლდება, შუალედური დედამიწისა და ვენერას ტემპერატურებს შორის, მის მილიონობით წლიან, როგორც ვარსკვლავი, ცხელ წარსულზე მეტყველებს.
ობიექტი სახელად WISE J0304-2705, მეცნიერთა მიერ ახლახანს ცალკე გამოყოფილ კლასს მიეკუთვნება – ე.წ. ” Y-ჯუჯებს”, რომლებსაც ვარსკვლავის პირობაზე ძალინ დაბალი ტემპერატურები გააჩნიათ. WISE J0304-2705 არა დედამიწისმაგვარ კლდოვან პლანეტებს ჰგავს, არამედ იუპიტერის მაგვარ გიგანტურ გაზის სფეროებს, ამ უკანასკნელზე 20-30-ჯერ მეტი მასით(კიდევ ერთი ყავისფერი ჯუჯა მზესთან ახლოს).
WISE J0304-2705 ღუმელის თანავარსკვლავედში(Fornax) მდებარეობს. აღმოაჩინა მენციერთა საერთაშორისო ჯგუფმა, პროფესორ დევიდ პინფილდის ხელმძღვანელობით, ობსერვატორია WISE(ინფრაწითელი დიაპაზონის ფართოკუთხიანი მკვლევარი)-ს საშუალებით. ასტრონომებმა ინფორმაცია ზედაპირის ტემპერატურისა და შესაბამისად მისი წარსულის შესახებ, ობიექტიდან გამოსხივებული სინათლის სპექტრული ანალიზით მიიღეს. დღეისათვის მხოლოდ 20 Y-ჯუჯა არის ცნობილი.