დაკვირვებებმა, ელვარე ნისლეულის უამრავი ახალგაზრდა ვარსკვლავი გამოავლინა, მინიმუმ ექვსი მასიური ვარსკვლავის ჩათვლით.
ნასას სტრატოსფერული ობსერვატორიით(SOFIA) მიღებული ახალი გამოსახულება, გადაღებული ინფრაწითელი სპექტრის შუა ნაწილში, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთწარმომქნელ ერთ-ერთ უბანს – სახელად W40, მაღალი გარჩევადობით გვიჩვენებს.
მოწყობილობა SOFIA, რომელიც 2,5 მეტრიანი ტელესკოპითა და ინფრაწითელი დიაპაზონის კამერით(FORCAST) არის აღჭურვილი, საჰაერო ობსერვატორიაში, სპეციალურად მოდერნიზირებული თვითმფრინავის(ბოინგი 747SP) ბორტზე დამონტაჟებული.
W40-ის გამოსახულება იმ მონაცემთა ერთობლიობითაა მიღებული, რომლებიც FORCAST-მა ინფრაწითელი გამოსხივების 5,4-34,2-34,8 მიკრომეტრიან დიაპაზონებში გადაიღო. დედამიწის ატმოსფერო სპექტრის ამ ნაწილს ნაწილობრივ ან მთლიანად შთანთქავს, ამიტომ ის მაღალმთიან რაიონებში არსებული ობსერვატორიებისთვისაც კი მიუწვდომელია.
FORCAST.
W40-ის დანახვა ოპტიკური დიაპაზონის ტელესკოპებით ძალიან ძნელია, რადგან ის სქელი გაზურ-მტვროვანი ღრუბლის მეორე მახარეს მდებარეობს. ამ რეგიონზე ინფრაწითელ დიაპაზონში დაკვირვებებით, ღრუბლებსმიღმა მდებარე ელვარე ნისლეული, ათეულობით ახალგაზრდა და რამდენიმე მასიური ვარსკვლავი გამოვლინდა. ცენტრალურ ნაწილში მდებარე ამ გიგანტების მასა მზისას 20-ჯერ მაინც აჭარბებს.
გალაქტიკის ვარსკვლავთა 50%, W40-ის მსგავს, მასიურ ვარსკვლავთგროვებს ქმნის. ვარსკვლავები გრძელ ტალღებზე, რომლებზეც FORCAST-ი მუშაობს, შედარებით მკრთალად გამოიყურება, ხოლო გამოსახულებაზე დაფიქსირებული ნათების წყარო, ასეულობით გრადუსამდე გაცხელებული ვარსკვლავური მტვერია.