TRAPPIST-1h

 TRAPPIST-1-ის სისტემა ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის(“პლანეტათა საწყობი”: NASA-ს საგანგებო პრესკონფერენცია). მსოფლიოს ასტრონომებს მისკენ აქვთ თავიანთი მზერა მიპყრობილი და მეტის გაგებას ცდილობენ. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მასში 7 პლანეტაა. სამი მათგანი სიცოცხლის არსებობისთვის თავსებად ზონაშია, რაც თეორიულად, შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ ზედაპირზე თხევადი წყალი და სიცოცხლეც კი შეიძლება არსებობდეს. ისიც ვიცით, რომ სისტემის პლანეტები ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, თან ძალიან ახლოს მასთან. ახლა ამ სისტემის ყველაზე უფრო კიდურა პლანეტაზე გაირკვა ახალი ფაქტები.

 ახალი ნაშრომი, რომელიც 22 მაისს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, პლანეტა TRAPPIST-1h-ის ორბიტის შესახებ მოგვითხრობს. ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსური ობსერვატორიის – ”კეპლერი”, საშუალებით დაგროვებული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერები ამ სისტემის 6 პლანეტის ბრუნვის სიხშირის გამოთვლადობის შესაძლებლობაში დარწმუნდნენ.

 ”ავიღოთ სისტემის კიდურა პლანეტა. როცა ის 2 ორბიტალურ ბრუნს ასრულებს, მის წინ მოძრავი პლანეტა, 3 ბრუნს ასწრებს. შემდეგი 4 ბრუნს და ამ სქემის მიხედვით, დანარჩენი პლანეტები 6, 9, 15 და 24 ბრუნს აკეთებენ” – ამბობს ასტრონომი სქარბორო დენ თამაიო.

 ”ამას ”რეზონასთა ჯაჭვი” ეწოდება. ეს ყველაზე დიდი ასეთი ჯაჭვია, რაც კი პლანეტურ სისტემებში აქამდე გვინხავს”.

 ამ ინფორმაციის გამოყენებით, მეცნიერებმა პლანეტა TRAPPIST-1h-ის ორბიტალური პერიოდი დაადგინეს. ვარსკვლავის შემოვლას ის 19 დედამიწისეულ დღე-ღამეს ანდომებს და მას 9,6 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. ამიტომ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის სიცოცხლის არსებობისთვის თავსებადი ზონის ფარგლებიდან უნდა გადიოდეს. აქედენ გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, მასზე სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი უნდა იყოს. მნათობიდან იმდენივე ენერგიას უნდა იღებდს, რამდენსაც ჩვენი სისტემის ჯუჯა პლანეტა ცერერა(ცერესი), რომელიც მთავარ ასტეროიდულ სარტყელში მდებარეობს, მზისგან იღებს(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

ზოგიერთი ჯუჯა ვარსკვლავის ტემპერატურა.

 ”დავადგინეთ, რომ TRAPPIST-1h-ის რადიუსი დედამიწის 0,725 რადიუსს უტოლდება, ხოლო მისი ზედაპირის ტემპერატურა ცელსიუსით -100(173 К) გრადუსს. ის ამ სისტემის ყველაზე ცივი პლანეტაა. თვითონ ვარსკვლავის ბრუნვის სიჩქარე 3,3 დღე-ღამეა. შემჩნეული იქნა რამდენიმე მძლავრი ანთებაც. მთლიანობაში, შუახნის M კლასის ჯუჯასთვის საკმაოდ წყნარი ვარსკვლავია(წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.